დღეს ქუთაისში მოსწავლეს ზებრაზე ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევა მე-13 საჯარო სკოლასთან მოხდა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში დედა ავრცელებს და წერს რომ ქალაქასი განუკითხაობა. მისი თქმით ბავშვს ფეხი აქვს ნაღრძობი.
,,დღეს მე-13 სკოლასთან ჩემს შვილს მანქანა დაეჯახა ზებრაზე, ზებრაზე ხალხო, 200 მ ვცხოვრობთ და ბავშვი სახლში ვერ მოვიდა უსაფრთხოდ, სად გეჩქარებათ? რა გეჩქარებათ? გააჩერეთ ზებრასთან, გაიხედეთ გამოიხედეთ და მერე გააგრძელეთ გზა, ხომ იღუპავთ თავს და ღუპავთ სხვა ოჯახსაც!! განუკითხაობაა და ეს მოსავარებელია! მოქალაქეობრივი თვითშეგნების არარსებობის ბრალია!! შემთხევა ყველას მოსდის მაგრამ ზებრაზე ხალხო, ზებრაზე როგორ უნდა დაეჯახო ადამიანს?! მთავრობავ სკოლის ფორმებს კი ნუ დასდევთ, იზრუნეთ სკოლიდან ბავშვებიც და ზრდასრულებიც სახლში უსაფრთხოდ მივიდნენ😡😡😡 ბავშვი კარგადაა, მხოლოდ ფეხი აქვს ნაღრძობი!” – წერს მშობელი სოციალურ ქსელში.










