სანზონაში, ლიფტის ჩამოწყვეტის შედეგად დაშავებული 6 პირიდან ნაწილი სახლში გაწერეს – მათ მრავლობითი დაჟეჟილობები და მოტეხილობა აღენიშნებათ. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სიკვდილს გადარჩენილები ორ კლინიკაში გადაანაწილა.
“ყველანი გაწერილია, არცერთთან არ იყო სერიოზული დაზიანება, სამი პაციენტი იყო და სამივე გაწერილია”.
არა, არ ჰქონდათ [მოტეხილობები], არაფერი დაზიანება არ ჰქონდათ, სერიოზული არაფერი არ იყო, პატარ-პატარა დაბეჟილობები და წავიდნენ ბინაზე” – უთხრა “პირველებს” ლალი ტურძელაძემ (პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორი)
ირკვევა, რომ დაშავებულთა შორის მოზარდებიც არიან. ლიფტი კი მეათე სართულზე მოწყდა და პირველ სართულზე გაჩერდა.
როგორც “პირველებმა” ადგილზე გაარკვია დაშავებულები დაბადების დღის წვეულებიდან ბრუნდებოდნენ.










