LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
,,დღეს , კიდევ ერთი ბრიტანელი ტურისტი გამოასალმეს სიცოცხლეს საქართველოში”

საქართველო რუსებისთვის ყველაზე მიმზიდველი ქვეყნების შვიდეულშია

დაპოსტა 2024/03/19-ში
A A
40
ნახვა
გაზიარება

მსოფლიოში არც ისე ბევრი ქვეყანა დარჩა, სადაც რუსეთის მოქალაქეებს საცხოვრებლად და საინვესტიციოდ უძრავი ქონების შეძენა შედარებით ზომიერ ფასად შეუძლიათ. ამ მხრივ საქართველო რუსებისთვის 7 საუკეთესო ქვეყნას შორის რიგით მეოთხეა.

რეიტინგს, რომელიც საინვესტიციო უძრავი ქონების შერჩევის რუსულმა სააგენტო RED Experts-მა შეადგინა, “ბიზნესპრესნიუსი” აქვეყნებს.

კომპანიის რეიტინგში შესული შვიდივე ქვეყანა რუსებისთვის მიმზიდველ ყველა პარამეტრს აკმაყოფილებს. კერძოდ, იქ რუსებს არ ეკრძალებათ საინვესტიციო ვიზების მიღება, ასევე, უძრავი ქონების შეძენა ლეგალიზაციის საშუალებას იძლევა, ხოლო ასეთი შესყიდვის ბარიერი 250,000 დოლარს არ აჭარბებს.

საქართველოს შესახებ RED Experts წერს, რომ ქვეყნის საინვესტიციო კლიმატი ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველია მსოფლიოში და ტურისტული ნაკადი ყოველწლიურად 20-30%-ით იზრდება. ამასთან, უძრავი ქონების კაპიტალიზაციის საშუალო ზრდა მეტად მაღალია და წელიწადში 12%-ს შეადგენს, ხოლო საიჯარო შემოსავალმა, საინვესტიციო ობიექტის სწორი არჩევანის შემთხვევაში, შესაძლოა, იმავე 12%-ს მიაღწიოს.

“ინვესტორები განსაკუთრებით ხშირად ბათუმს ირჩევენ, რადგან ეს ქალაქი ტურისტებს, კაზინოს და სათხილამურო კურორტების მოყვარულებს იზიდავს,” – წერს RED Experts.

კომპანიის ცნობით, რუსებს საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღება 100 000 დოლარის ღირებულების უძრავი ქონების შეძენის შემთხვევაში შეუძლიათ. კერძოდ, ასეთი ქონების ექსპლუატაციაში ამოქმედების შემდეგ რუსეთის მოქალაქეს შეუძლია, ერთწლიან ბინადრობის ნებართვაზე ვადის გაგრძელების შეუზღუდავი უფლებით წარადგინოს განაცხადი, ხოლო 10 წლის შემდეგ განაცხადის წარდგენა მოქალაქეობის მიღებაზეც შეიძლება. მეტიც, RED Experts შენიშნავს, რომ ხელისუფლება ამ ვადის 5 წლამდე შემცირების კანონპროექტს განიხილავს.

კომპანია, ასევე, ხაზს უსვამს, რომ ინვესტორებისთვის, რომლებიც საქართველოში უძრავ ქონებას სასტუმროს გასაქირავებლად ან მოსაწყობად ყიდულობენ, მოქმედებს პროგრამა, „ბინადრობის უფლება საინვესტიციო მიზნებისთვის.“ მასში მონაწილეობის ბარიერი 300,000-დოლარიანი შენაძენით იწყება, ხოლო ხუთწლიან ბინადრობის ნებართვას განახლების უფლებით არა მხოლოდ ინვესტორი, არამედ მისი ოჯახის წევრები, კერძოდ, მეუღლე, არასრულწლოვანი შვილები და კმაყოფაზე მყოფი პირებიც იღებენ.

რუსებისთვის ბინადრობის უფლების მისაღებად უძრავი ქონების შესყიდვისთვის ყველაზე მიმზიდველი ქვეყნების შვიდეული ასეთია:

  • ჩრდილოეთ კვიპროსი – შესყიდვის ბარიერი ოფიციალურად არ არსებობს; ქირავნობის სარგებელი 5–7%; პირველადი ლეგალიზაცია-ერთწლიანი ბინადრობის უფლება
  • ეკვადორი – ბარიერი 45,000 დოლარიდან; ქირავნობის სარგებელი 5–7%; პირველადი ლეგალიზაცია-ინვესტორის ორწლიანი ვიზა
  • კოლუმბია – ბარიერი 100,000 დოლარიდან; ქირავნობის სარგებელი 5–14%; ინვესტორის ხუთწლიანი ვიზა
  • საქართველო – ბარიერი 100,000 დოლარიდან; ქირავნობის სარგებელი 8-12%; ბინადრობის ნებართვა
  • დომინიკის რესპუბლიკა – ბარიერი 200,000 დოლარიდან; ქირავნობის სარგებელი 6-8%; ერთწლიანი ბინადრობის ნებართვა
  • თურქეთი – ბარიერი 200,000 დოლარიდან; ქირავნობის სარგებელი 5-7%; ორწლიანი ბინადრობის ნებართვა ან მოქალაქეობა
  • დუბაი – ბარიერი 205,000 დოლარიდან; ქირავნობის სარგებელი 7-15%; ინვესტორის ორი ან ათწლიანი ვიზა

 

“ბიზნესპრესნიუსი”

 

გაზიარება16

დაკავშირებული -პოსტები

27 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
სექტემბერი 27, 2026
0
შემოდგომის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
მთავარი

ვერძი ენერგიული დღეა. საქმეში შეიძლება ახალი შესაძლებლობა გამოჩნდეს, თუმცა გადაწყვეტილების მიღებამდე დეტალები კარგად გადაამოწმე. სიყვარულში გულწრფელი საუბარი ურთიერთობას დააახლოვებს.   კურო დღეს სტაბილურობა და ფინანსური საკითხები იქნება მნიშვნელოვანი. შეიძლება საინტერესო...

დაწვრილებითDetails

27 სექტენბრის ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
სექტემბერი 27, 2026
0
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში – სინოპტიკოსების პროგნოზი
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. თბილისში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 6-11მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +27°, ღამით +16°. სოხუმი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის...

დაწვრილებითDetails

დღეს ჯვართამაღლებაა – რომელი ლოცვა უნდა წაიკითხო

by მეგა TV
სექტემბერი 27, 2026
0
ლოცვა,რომელიც ჯვართამაღლების დღესასწაულზე იკითხება
მთავარი

27 სექტემბერს მართლმადიდებლები ჯვართამაღლებას აღნიშნავენ 27 სექტემბერს მართლმადიდებლები ჯვართამაღლებას აღნიშნავენ.   ეს დღე მოციქულთა სწორი იმპერატორის, კონსტანტინე დიდის (306-337) სახელს უკავშირდება. ღვთის განგებით, წმინდა კონსტანტინემ და მისმა დედამ წმინდა ელენემ...

დაწვრილებითDetails

სოხუმის ოკუპაციიდან 33 წელი გავიდა

by მეგა TV
სექტემბერი 27, 2026
0
აფხაზეთის ომის დაწყებიდან 31 წელი გავიდა (+ფოტო)
მთავარი

სოხუმის ოკუპაციიდან 33 წელი გავიდა – სამხედრო დაპირისპირება 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. აფხაზეთში ომი, რომელიც 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა, 27 სექტემბერს სოხუმის ოკუპაციით დასრულდა. საბრძოლო მოქმედებების მთელი...

დაწვრილებითDetails

დღეს სავსე მთვარეობაა – ვის რა ელის ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

by მეგა TV
სექტემბერი 26, 2026
0
15 დეკემბერს, 2024 წლის ბოლო სავსე მთვარე – ასტროლოგის რჩევა
მთავარი

26 სექ­ტემ­ბე­რი ემო­ცი­უ­რად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დღეა - სავ­სე მთვა­რე ვერ­ძის ნი­შან­შია. ეს პე­რი­ო­დი ხში­რად უკავ­შირ­დე­ბა რა­ღა­ცის დას­რუ­ლე­ბას, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რე­ა­ლი­ზა­ცი­ის მო­მენტს და იმ სა­კი­თხე­ბის ზე­და­პირ­ზე ამოს­ვლას, რომ­ლე­ბიც დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში უკა­ნა პლან­ზე...

დაწვრილებითDetails

გუდაურში, ზემო მლეთასთან ტრაილერი კლდეს შეეჯახა – არიან დაშავებულები

by მეგა TV
სექტემბერი 26, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

გუდაურში ზემო მლეთასთან ტრაილერი კლდეს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან...

დაწვრილებითDetails

პულსი და სუნთქვა არ აღენიშნებოდა – სასწრაფომ მამაკაცი გადაარჩინა

by მეგა TV
სექტემბერი 26, 2026
0
პულსი და სუნთქვა არ აღენიშნებოდა – სასწრაფომ მამაკაცი გადაარჩინა
მთავარი

26 წუთიანი რეანიმაცია და დაბრუნებული გულისცემა - კიდევ ერთი გადარჩენილი სიცოცხლე სასწრაფო სამედიცინო დახმარების თბილისის მე-5 ფილიალში გამოძახება შევიდა ლოზუნგით „არტერიული ჰიპერტენზია“. 1709 ბრიგადა უკვე გამოძახების ადგილთან ძალიან ახლოს იყო,...

დაწვრილებითDetails

სამტრედიაში ტრაგიკულად დაღუპული ბიჭი ხვიჩა ირემაძეა

by მეგა TV
სექტემბერი 26, 2026
0
სამტრედიაში ტრაგიკულად დაღუპული ბიჭი ხვიჩა ირემაძეა
მთავარი

„საშინელი ტრაგედია ტრიალებს“ - ცნობილია სამტრედიაში ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა მამაკაცის ვინაობა. ის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხაკაურაში მცხოვრები, 21 წლის ხვიჩა ირემაძეა. - ინფორმაციას "მთავარი ამბები" ავრცელებს. როგორც უკვე ვწერდით, გუშინ სამტრედიაში...

დაწვრილებითDetails

აფეთქება ათენის ცენტრში – არის მსხერპლი

by მეგა TV
სექტემბერი 26, 2026
0
აფეთქება ათენის ცენტრში – არის მსხერპლი
მთავარი

ათენის ცენტრში, საცხოვრებელ სახლში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა - ხუთი ადამიანი დაკარგულად ითვლება, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთის დედაქალაქის ტურისტულ რაიონში აფეთქება პარასკევს მოხდა, რის შედეგადაც, ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი...

დაწვრილებითDetails

ვილი სანიოლმა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები დატოვა

by მეგა TV
სექტემბერი 26, 2026
0
„A“ ლიგისთვის მზად არ ვართ” – ვილი სანიოლი განცხადებას ავრცელებს
მთავარი

ვილი სანიოლმა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, 2028 წლის ბოლომდე ნაკრებს ქართველი სპეციალისტი რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს. რაც შეეხება 21-წლამდელთა ნაკრებს, რომელსაც...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"