? “საქართველო პუტინის მაგალითს მიჰყვება” – ამ სათაურით გავლენიანი გამოცემა POLITICO სტატიას აქვეყნებს
? გამოცემა წერს, რომ უკრაინაში მიმდინარე პუტინის ომი ევროპის აღმოსავლეთ სამეზობლოს ყოფს, ქვეყნების ნაწილი ევროკავშირს უახლოვდება, ნაწილი და მათ შორის, საქართველო “სიამოვნებით მიჰყვება რუსეთის ავტორიტარიზმის გზას”.
? POLITICO-ს სტატია, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ანგარიშს ეფუძნება, სადაც ასევე მოხვდა ნიკა გვარამიას დაკავება, რუსული კანონის მიღების მცდელობა და მარტის აქციების დროს პოლიციელთა მხრიდან ძალის გადამეტება. ანგარიშის მიხედვით, საქართველოს მაჩვენებელი თითქმის ყველა თემატურ სფეროში შემცირდა, მათ შორის, დემოკრატიული უფლებების, არჩევნებისა და პოლიტიკური პლურალიზმის, კორუფციასთან ბრძოლის, ადამიანის უფლებების დაცვის, ასევე, სახელმწიფო ანგარიშვალდებულების, დამოუკიდებელი მედიისა და სასამართლოს სფეროებში.










