“მეგობრებო და კოლეგებო თავი შეიკავეთ კატეგორიული ტონისგან, რომელსაც არანაირი შესაბამისი მყარი არგუმენტაცია თან არ ახლავს.
დღეს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მაგალითად აშშ-ში, გაერთიანებულ სამეფოში, ახლო და შორეული აღმოსავლეთის ქვეყნებში ინფექციის გადატანის მიუხედავათ ადამიანები იცრებიან ვაქცინის ორი დოზით, ასეთ შემთხვევაში ითვლება პიროვნება სრულად ვაცინირებული იმ ქვეყნების რეგულაციით.
მართალია არსებობს მეცნიერული ძლიერი მტკიცებულება იმის, რომ ინფექციის გადატანის შემდეგ ვაქცინის ერთი დოზით მიიღწევა ისეთივე იმუნური პასუხი, როგორც ორჯერ აცრილების შემთხვევაში.
თუმცა ამავე დროს არსებობს სტატიები სადაც კოვიდის გადატანის მიუხედავათ იმუნოკომპრემენტირებულ ადამიანებს იმუნური პასუხის ფორმირებისთვის მაინც ჭირდებათ ვაქცინის ორი დოზა.
გამომდინარე იქედან, რომ ამ საკითზე იმუნოლოგებს შორის სრული კონსესუსი არაა.
ასე გამომდინარე იქედან, რომ მსოფლიოს უდიდესი ნაწილი თქვენ ერთი დოზით არ მიგიჩნევთ სრულად იმუნიზირებულად (რაც მოგზაურობის დროს შექმნის სრულ გაუგებრობას), ამიტომ ჩვენი ქვეყანა ჯერ ინარჩუნებს ამ რეგულაციას.
თუ შესაბამისი ცვლილები მოხდება WHO-ს და CDC-ის რეკომენდაციებში, საქართველო მყისიერად მოახდენს რეაგირებას” – წერს ბიძინა კულუმბეგოვი.










