საქართველოში კორონავირუსი 196 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 46 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე stopcov.ge-ს თანახმად, კარანტინის რეჟიმშია 4708 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 370 მოქალაქე რჩება.
„ვფიქრობ, რომ გვექნება შემთხვევების მატება. ბოლო სამი დღის განმავლობაში იყო ორნიშნა მატებები 15-18. დღეს დილით გვქონდა 7 ახალი შემთხვევა. ახლა დაემატა ერთი და ჯამში არის 196 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა 3271 გამოკვლეული ადამიანიდან. ჯამში 3457 ნიმუში გაიტესtა,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.