საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, მეთერთმეტე პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
გარდაცვლილა 81 წლის მამაკაცი, რომელიც აჭარაში მკურნალობდა.
კლინიკა „მედალფაში“ ფაქტს ადატურებენ. ის რამდენიმე დღეა მართვით სუნთავაზე იმყოფებოდა.
81 წლის კაცის მეუღლეც კორონავირუსით იყო ინფიცირებული და ის რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა.
საქართველოში კორონავირუსი 638 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 317 უკვე გამოჯანმრთელდა, 10 ადამიანი კი გარდაიცვალა.
კორონავირუსით გარდაცვლილი მამაკაცის მეუღლეც კორონავირუსით დაიღუპა