დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სტატისტიკის მიხედვით, 28 აპრილის მონაცემებით, საქართველოში ინფიცირებულებიდან ყველაზე მეტი – 22% სწორედ 15-29 წლის ასაკისაა.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის რიცხვი 517-მდე გაიზარდა. ინფორმაცია ამის შესახებ stopcov.ge-ზე უკვე განახლდა.
გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 168-ს შეადგენს.
ბოლო მონაცემებით:
გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში – 6.
- კარანტინის რეჟიმში იმყოფება – 5153 ადამიანი
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 549 ადამიანი
- უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების – 3










