მოსკოვსა და მინსკში “ვიზიტის” შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ “ქართული ოცნების” ხელისუფლება შეაქო.
მისი აზრით, რთულ გეოპოლიტიკური სიტუაციაში “საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება სიტუაციას აკონტროლებს”.
“ზოგი ფიქრობს, რომ ჩვენ ქრისტეს წიაღში ვართ და არაფერი გვემუქრება. და ეს იმის მიუხედავად, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის ტერიტორიაზე ბომბები და ჭურვები ცვივა.
საქართველოს ამჟამინდელი ხელმძღვანელობა სიტუაციას აკონტროლებს, მაგრამ ოპოზიცია აფხაზეთში არაერთი ცუდი მოვლენის მოწყობას გეგმავს”, – თქვა ბჟანიამ.










