LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
საქართველოს პრეზიდენტმა “საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ დეკრეტი გამოსცა

საქართველოს პრეზიდენტმა “საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ დეკრეტი გამოსცა

დაპოსტა 2020/03/21-ში
A A
77
ნახვა
გაზიარება

საქართველოს პრეზიდენტმა “საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ დეკრეტი გამოსცა.

დეკრეტში აღნიშნულია, რომ საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით იზღუდება საქართველოს კონსტიტუციის რამდენიმე მუხლში მითითებული უფლებები. კერძოდ,

„მუხლი 1. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით, ახალი კორონავირუსის (COVID-19) მასობრივი გავრცელების, ქვეყნის წინაშე არსებული მზარდი გამოწვევის გათვალისწინებით, ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოცხადებულ პანდემიაზე შესაბამისი რეაგირების მიზნით და იმისათვის, რომ სახელმწიფომ შეასრულოს თავისი კონსტიტუციური ვალდებულება – უზრუნველყოს დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი საზოგადოებრივი უსაფრთხოება, ქვეყნის მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მოსალოდნელი საფრთხის შემცირება და სიტუაციის მართვა, საქართველოს კონსტიტუციის 71-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებისა და „საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით შეიზღუდოს საქართველოს კონსტიტუციის მე-13, მე-14, მე-15, მე-18, მე-19, 21-ე და 26-ე მუხლებში მითითებული უფლებები:

1. საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლი: საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შესაბამის ორგანოებს მიეცეთ უფლება, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი იზოლაციის ან კარანტინის წესების დარღვევისათვის პირი იძულებით გადაიყვანონ შესაბამის დაწესებულებაში საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ ადგილას.

2. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი: ა) საქართველოს მთავრობას მიეცეს უფლება, დაადგინოს იზოლაციისა და კარანტინის წესები; ბ) შეჩერდეს საერთაშორისო სამგზავრო საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლა, გარდა საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა; გ) საქართველოს მთავრობას მიეცეს უფლება, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისაგან განსხვავებული წესით, დაარეგულიროს საქართველოს ტერიტორიაზე მგზავრთა გადაყვანა და ტვირთის გადაზიდვა.

3. საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლი: შეჩერდეს პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმრობის კოდექსით გათვალისწინებული პაემნის უფლების მოქმედება.

4. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლი: საქართველოს მთავრობას მიეცეს უფლება, დადგენილებით განსაზღვროს საჯარო სერვისებისა და ადმინისტრაციული საქმისწარმოების განხორციელების საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისაგან განსხვავებული წესები.

5. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი: საქართველოს მთავრობას მიეცეს უფლება, აუცილებლობის შემთხვევაში, საკარანტინო, საიზოლაციო და სამედიცინო მიზნებისათვის მის მიერ დადგენილი წესით შეზღუდოს საკუთრების უფლება და გამოიყენოს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ქონება და მატერიალური საშუალებები.

საქართველოს კონსტიტუციის 21-ემუხლი: შეიზღუდოს ნებისმიერი სახის შეკრება, მანიფესტაცია და ადამიანების თავშეყრა, გარდა საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული გამონაკლისი შემთხვევებისა.

საქართველოს კონსტიტუციის 26-ემუხლი: ა) საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებულ კერძო სამართლის სუბიექტებს აეკრძალოთ, შეეზღუდოთ ან დაევალოთ ცალკეული საქმიანობის განხორციელება, ამავე დადგენილებით გათვალისწინებული წესის შესაბამისად; ბ) საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვროს ფიზიკური და იურიდიული პირებისა და საჯარო დაწესებულებების მიერ სანიტარიულ-ჰიგიენური წესების დაცვის სპეციალური წესები; გ) საქართველოს მთავრობამ აუცილებლობის შემთხვევაში უზრუნველყოს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მნიშვნელოვან მედიკამენტებზე, სამედიცინო პრეპარატებზე, მომსახურებასა და პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასების რეგულირება; დ) საქართველოს მთავრობას მიეცეს უფლება, დაადგინოს „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“, „ზოგადი განათლების შესახებ“, „პროფესიული განათლების შესახებ“, „სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ“, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონებით დადგენილი წესისაგან განსხვავებული წესები და პირობები; ე) საქართველოს მთავრობას მიეცეს უფლება, მოახდინოს შესაბამისი სამედიცინო განათლებისა და უფლებამოსილების მქონე პირების მობილიზაცია საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესის შესაბამისად.

მუხლი 2. საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით შეჩერდეს საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 31-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული პროცენტული შეზღუდვები.

მუხლი 3. საქართველოს მთავრობას მიეცეს უფლება სარეზერვო ფონდის მაქსიმალური მოცულობა გაზარდოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნების მთლიანი ოდენობის 5%-მდე.

მუხლი 4. საქართველოს მთავრობას მიეცეს უფლება, გამოიყენოს „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული საგამონაკლისო უფლებები, ასევე, საჭიროების შემთხვევაში საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 32-ე მუხლით განსაზღვრული საგანგებო ბიუჯეტი.

მუხლი 5. საქართველოს მთავრობას მიეცეს უფლება, შეაჩეროს სახელმწიფო ბიუჯეტის, ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებისა და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების ფარგლებში ასიგნებების ხარჯვის უფლებამოსილება, საბიუჯეტო კლასიფიკაციის კოდებისა და მუხლების მიხედვით, ასევე, შეაჩეროს ან შეზღუდოს სახელმწიფო შესყიდვები შესყიდვების ერთიანი ლექსიკონის (CPV) კოდების მიხედვით.

მუხლი 6. საქართველოს იუსტიციის მინისტრს მიეცეს უფლება, პირობით მსჯავრდებულისა და პირობით ვადამდე გათავისუფლებული პირის მიმართ კანონით დადგენილი რეჟიმის დაცვის ვალდებულება, ასევე პრობაციის ოფიცრის მიერ დადგენილ დროსა და ადგილას გამოცხადება დაარეგულიროს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისაგან განსხვავებული წესით.

მუხლი 7. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული სასამართლო სხდომები შესაძლებელია გაიმართოს დისტანციურად, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით. ამ წესით სხდომის გამართვის შემთხვევაში, მასში მონაწილე არცერთ პირს არ აქვს უფლება, უარი განაცხადოს დისტანციურად სხდომის ჩატარებაზე, მასზე უშუალო დასწრების სურვილის მოტივით.

მუხლი 8. ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი. ამ დეკრეტითა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა გამოიწვევს: 1. ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ჯარიმას ფიზიკური პირებისათვის 3 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირებისათვის – 15 000 ლარის ოდენობით. 2. ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, კერძოდ, თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით, ხოლო ამ პუნქტით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით.

მუხლი 9. ამ დეკრეტის მე-8 მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა დააკისრონ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულმა პირებმა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 10. სამართალდამცავმა ორგანოებმა, საგანგებო მდგომარეობის დროს დადგენილი რეჟიმის დაცვის მიზნით, გამოიყენონ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იძულების ღონისძიებები.

მუხლი 11. ეს დეკრეტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერის შემდეგ დაუყოვნებლივ წარედგინოს საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად.

მუხლი 12. ეს დეკრეტი ძალაშია გამოცემის მომენტიდან და მოქმედებს საგანგებო მდგომარეობის გაუქმებამდე.“, – ნათქვამია დეკრეტში.

გაზიარება31

დაკავშირებული -პოსტები

დონალდ ტრამპი თეთრი სახლის კორესპონდენტთა სადილზე მომხდარ ინციდენტს ეხმაურება

by მეგა TV
აპრილი 26, 2026
0
უკრაინა აღარ არსებობს, და მისი აღდგენა შეუძლებელია- დონალდ ტრამპი
მთავარი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განცხადა, რომ ამ დრომდე არსებული ინფორმაციის საფუძველზე, არ ფიქრობს, რომ თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის სადილზე მომხდარი ინციდენტი ირანში მიმდინარე ომს უკავშირდება, თუმცა დასძინა, რომ თეირანის მიმართ მისმა...

დაწვრილებითDetails

იმერეთში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს

by მეგა TV
აპრილი 26, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, უკრაინისა და ყაზახეთის მოქალაქეები: 2008 წელს დაბადებული კ.კ. და იმავე...

დაწვრილებითDetails

სამტრედიაში ავარიის შედეგად ბესო შარაშენიძე გარდაიცვალა

by მეგა TV
აპრილი 26, 2026
0
სამტრედიაში ავარიის შედეგად ბესო შარაშენიძე გარდაიცვალა
მთავარი

სამტრედიაში მომხდარი მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 23 წლის მამაკაცი დაიღუპა. გარდაცვლილი მამაკაცი ადგილობრივი ბესო შარაშენიძეა. შემთხვევა გუშინ, 25 აპრილს, გვიან ღამით, აღმაშენებლის ქუჩაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა....

დაწვრილებითDetails

ტრამპზე თავდასხმის მცდელობა

by მეგა TV
აპრილი 26, 2026
0
ტრამპზე თავდასხმის მცდელობა
მთავარი

ტრამპზე თავდასხმის მცდელობა. თეთრი სახლის კორესპონდენტების ვახშამზე სროლის ხმის შემდეგ შენობიდან პრეზიდენტი დონალდ ტრამპის, პირველი ლედისა და ადმინისტრაციის სხვა მაღალჩინოსნების ევაკუაცია მოხდა. შეიარაღებული პირი იმ სასტუმროში შეღწევას ცდილობდა, სადაც ვახშამი...

დაწვრილებითDetails

26 აპრილის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

by მეგა TV
აპრილი 26, 2026
0
12 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოში მოსალოდნელი ცვალებადი ამინდი – სააგენტოს პროგნოზი
ამინდი

26 აპრილს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +17 და ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება.   უნალექო ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მშრალია დღე,...

დაწვრილებითDetails

ავარია სამტრედიაში

by მეგა TV
აპრილი 26, 2026
0
რუსთავში ერთ-ერთ ქარხანაში ხარაჩო ჩამოიშალა და მუშები მოიყოლა
მთავარი

სამტრედიაში მომხდარი მძიმე ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა. ავტოსაგზაო შემთხვევა აღმაშენებლის ქუჩაზე მოხდა. დაშავებულები ,,ჯეო ჰოსპიტალსში გადაიყვანეს. ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა. ადგილზე მობილიზებული იყვნენ პოლიციის, სახანძრო-სამაშველო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები....

დაწვრილებითDetails

26 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

by მეგა TV
აპრილი 26, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი - დღე ენერგიით სავსეა, შეგიძლია თამამი ნაბიჯები გადადგა და შენი აზრი პირდაპირ გამოხატო. წარმატება ახლოსაა, მაგრამ ემოციების კონტროლი მნიშვნელოვანია.   კურო - ემოციური სიფრთხილე დაგჭირდება. შეიძლება მოგიწიოს კომპრომისი, მაგრამ...

დაწვრილებითDetails

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

by მეგა TV
აპრილი 26, 2026
0
საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
მთავარი

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი დაბა ლენტეხი, სოფელი თეკალი იყო. მიწისძვრის სიძლიერემ 3.2 მაგნიტუდა შეადგინა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

დაწვრილებითDetails

ილია II-ის გარდაცვალებიდან დღეს 40 დღე შესრულდა

by მეგა TV
აპრილი 25, 2026
0
“ისე შემხვდა, თითქოს წლებია მიცნობდა” – ირაკლი ჟვანია პატრიარქთან შეხვედრას იხსენებს
მთავარი

უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის გარდაცვალებიდან დღეს 40 დღე შესრულდა. საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ამასთან დაკავშირებით, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე,...

დაწვრილებითDetails

საფრანგეთში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

by მეგა TV
აპრილი 25, 2026
0
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

საფრანგეთში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა.   სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში შოთო სიხარულიძე ავრცელებს.   გავრცელებული ინფორმაციით, ბაჩო ქადეიშვილი მძიმე სენს ებრძოდა.   „გარდაიცვალა ახალგაზრდა ემიგრანტი საფრანგეთში ბაჩო ბაჩანა ქადიეშვილი გლოვობს ჩემი...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"