LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
მიხეილ სააკაშვილმა “ვივა მედში”  გონება დაკარგა

“სამი მთავარი სიტყვა „გაგვიბანძეს“: იმედი, მშვიდობა და ოცნება, ეს სიტყვები, ალბათ, თაობებს შეზიზღდებათ” – სააკაშვილი

დაპოსტა 2026/10/26-ში
A A
0
ნახვა
გაზიარება

ბათუმში რომ ტარდება საკონსტიტუციო სასამართლო, იცოდეთ, რომ ბათუმიდან წამოვა ის ტალღა, რომელიც თბილისში ამ რეჟიმს წალეკავს, რადგან ყველაზე ბრძოლისუნარიანი ხალხი მანდ არის – თუ ესენი დარჩნენ, მე მგონი, გასაგებია, რაც მოხდება ამ ქვეყანაში. ეს ქვეყანა არა თუ იზოლაციამდე, არამედ სრულ გაპარტახებამდე მივა. ნუთუ ვერ ხედავთ, რომ ქვეყანას ცეცხლი უკიდია? – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში, 7 ნოემბრის საქმეზე გამართულ პროცესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, იმ თემები, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლოო განიხილავს, მისთვის გამაოგნებელია.

“ბათუმში რომ ტარდება საკონსტიტუციო სასამართლო, იცოდეთ, რომ ბათუმიდან წამოვა ის ტალღა, რომელიც თბილისში ამ რეჟიმს წალეკავს, რადგან ყველაზე ბრძოლისუნარიანი ხალხი მანდ არის. ყველაზე კარგად ბათუმმა გაიგო, რა იყო კეთილდღეობა, თავისუფლება და განვითარება. ყველაზე მეტად ბათუმელების იმედი მაქვს. ასე რომ, როდესაც ვსაუბრობთ იმაზე თუ რა ხდება საქართველოში – ეს არის კატასტროფა. მთელი სოფლები დაცლილია. საქართველოს სოფლების უმეტეს ნაწილში რძეს ვერ იყიდი, მეწველი ძროხა აღარ დარჩა. ეს ხალხი ჩამოსულია ქალაქში, ტაქსაობენ, ქირით ცხოვრობენ და ემზადება იმისთვის, რომ ვარშავაში, იტალიაში და ამერიკაში გავიდეს.

ახლა გზაში ვკითხულობდი საკონსტიტუციო სასამართლოზე, რომელიც ასლანის რეზიდენციაში ზის და აშკარად, ასლანის წყალი გადაესხათ. ეს საკონსტიტუციო სასამართლო რას იხილავს, გაოგნებული ვარ. 2003 წლის ვარდების რევოლუცია უცხოეთის დავალებით, უკანონო სახელმწიფო გადატრიალებად არის გამოცხადებული. ჯერ ერთი, რა უცხოეთის დავალებით, გვეხვეწებოდა მაშინ ამერიკა, რომ გაყალბებული არჩევნების შედეგები მიგვეღო. ვარდების რევოლუცია იყო ის მოვლენა, რომელმაც საქართველოს მოუტანა ნამდვილი სახელმწიფო ინსტიტუტები, ნამდვილი სახელმწიფო განვითარება და საქართველო მსოფლიოს ნომერ პირველ რეფორმატორად აქცია. ჩვენ ვართ დიდი იდეების ქვეყანა. ჩვენ ვიყავით მსოფლიოს პირველი რეფორმატორები, მსოფლიოს დემოკრატიის შუქურა, ქვეყანა, რომელმაც ამერიკის პრეზიდენტი გააოცა. ამ ყველაფერს, ამ წარმატებას და განვითარებას, რომელმაც სხვათა შორის, საქართველო საკონსტიტუციო სივრცეში დააბრუნა. აჭარა, რომელზედაც დაპატრონებული იყო რუსის ჯარი და ასლან აბაშიძე. დღევანდელი ბათუმის განვითარება, არაფერი არ იქნებოდა, რომ არა ვარდების რევოლუცია.

ვარდების რევოლუცია თუ უკანონობა, მაშინა აჭარისა და ბათუმის საქართველოს ტერიტორიებად ყოფნაც უკანონობაა.

შემდეგი ბრალდება, ერგნეთის ბაზრობის გაყიდვა, რაც თურმე iყო უკანონობა და დანაშაული. ეს რომ არ გვექნა, საქართველოს ეკონომიკა არ იარსებებდა, ჩვენ ვერ გავზრდიდით პენსიებსა და ხელფასებს, ვერ შეცვლიდით დენს. ესე იგი, საქართველოს ეკონომიკის შექმნა ყოფილა დანაშაული. თურმე ერგნეთთან დაღუპული ჩვენი ჯარისკაცები გმირები კი არა, დანაშაულის თანამონაწილეები ყოფილან.

თურმე 2006 წელს რუსული ჯაშუშური ქსელი რომ დავასრულე და ყველას გესმით, რამხელა საფრთხეს წარმოადგენდა, რომ არ გვექნა, ის რაც ვქენით, საქართველოს არანაირი უსაფრთხოება არ იარსებებდა. ამ ქსელის მეთაურმა ააფეთქა მაშინ გორის პოლიციის შენობა და პოლიციელები მოკლა, ამზადებდა დივერსიას, ჩვენ ესენი დავიჭირეთ და ამით თურმე რუსეთის პროვოცირებამ მოვახდინეთ.

ბოლოს, რა თქმა უნდა, 2008 წლის ომი, რომელიც გამოცხადებულია, როგორც ჩვენ მიერ პროვოცირებული დანაშაული. მათ უნდათ გააუქმონ ანწუხელიძის, შინდისის გმირებისა და სხვების გმირობა. ეს ჩვენი გმირული თავდაცვა ანტისახელმწიფოებრივად გამოაცხადეს, თურმე უნდა ჩავბარებოდით მტერს და ვიქნებოდით ისე, როგორც ჩეჩნეთი, უკვე მილიონჯერ გაუპატიურებულები.

მინდა გითხრათ, თუ ესენი დარჩნენ მე მგონი გასაგებია, რაც მოხდება ამ ქვეყანაში. ეს ქვეყანა არა თუ იზოლაციამდე, არამედ სრულ გაპარტახებამდე მივა. ნუთუ ვერ ხედავთ, რომ ქვეყანას ცეცხლი უკიდია. სამი მთავარი სიტყვა “გაგვიბანძეს” – იმედი, მშვიდობა და ოცნება, ალბათ, ეს სიტყვები თაობებს შეზიზღდებათ”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, ასევე, ისაუბრა როინ შავაძის საქმესთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ “ის იყო მოღალატე, საქართველოს სტრუქტურის თანამშრომელი”.

“ხშირად მესმის ბათუმში, პროცესი რომ მიმდინარეობს, რომ როინ შავაძის მკვლელობა არ გამოიძიესო. იცით ვინ იყო როინ შავაძე? ის იყო მოღალატე, საქართველოს სტრუქტურის თანამშრომელი, რომელიც 2008 წელს რუსულ დაზვერვას გადასცემდა ჩვენი ჯარების განლაგებას, კოორდინატებს და დასაბომბ ადგილებს. ის რომ ნასამართლევი ყოფილიყო, 2012 წელს აუცილებლად გაუშვებდნენ, როგორც პოლიტპატიმარს”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

გაზიარება

დაკავშირებული -პოსტები

პროკურატურის გამომძიებლები დავით ფეიქრიშვილს კლინიკა „ვივამედში“ გამოკითხავენ

by მეგა TV
ოქტომბერი 26, 2026
0
მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად პოლონელი მედიკოსები შევიდნენ
მთავარი

პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის წარმომადგენლები კლინიკა „ვივამედში“ კრიმინალურ წრეებთან დაკავშირებულ პატიმარს, დავით ფეიქრიშვილს გამოკითხავენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფეიქრიშვილების დედამ, ნინო აბრამიშვილმა განუცხადა, მის შვილთან გამომძიებლები უახლოეს წუთებში შევლენ. ცნობისთვის, დავით ფეიქრიშვილის განცხადებით,...

დაწვრილებითDetails

“ნაპოვნია 28 წლის გოგოს დამწვარი ნეშტი…” – უცხოეთი

by მეგა TV
ოქტომბერი 26, 2026
0
“მეზობლებს ხშირად ესმოდათ კივილისა და ბავშვის ტირილის ხმა…” – დააკავეს ქალი, რომელმაც 6 წლის შვილს თავი მოკვეთა (უცხოეთი)
მთავარი

აშშ-ში 28 წლის მამაკაცი მეუღლის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიების თანახმად, ქალის გაუჩინარების შესახებ მის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაში წინააღმდეგობები გამოიკვეთა. კალიფორნიის შტატში 30 წლის ჯასმინ გილის გაუჩინარების საქმე ტრაგიკულად დასრულდა. მისი...

დაწვრილებითDetails

ფოთში, ქმრის მიერ მოკლულ ქალს 4 შვილი დარჩა

by მეგა TV
ოქტომბერი 26, 2026
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

ფოთში, ქმრის მიერ 47 წლის ქალის მკვლელობის სავარაუდო მოტივზე სოციალურ ქსელში მსჯელობენ. ერთ-ერთ ვერსიით, მომხდარის მიზეზად ეჭვიანობა სახელდება. დანაშაულში ბრალდებული 50 წლამდე კაცი ზაზა კარბაიაა. გადაცვლილი ქალი კი 47 წლის...

დაწვრილებითDetails

წყალი 12 საათით შეწყდება – გადაამოწმეთ მისამართები

by მეგა TV
ოქტომბერი 26, 2026
0
როდის აღდგება ქუთაისში წყალმომარაგება ?
მთავარი

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყლის მიწოდების შეზღუდვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს. კომპანიის ცნობით, წყალი შეწყდება 27 ოქტომბრის 02:00 საათამდე „წყნეთი, თევდორე მღვდლის ქ.N 16-თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო,...

დაწვრილებითDetails

საკონსტიტუციომ ბიძინა ივანიშვილისა და სხვა მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მოწმის სტატუსით დაბარებაზე უარი თქვა

by მეგა TV
ოქტომბერი 26, 2026
0
„ძლიერი საქართველო-ლელო“ „ქართული ოცნების“ მიერ პარტიების აკრძალვის შესახებ მიღებული კანონის არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს
მთავარი

საკონსტიტუციო სასამართლომ "გახარია-საქართველოსთვის" შუამდგომლობის ის ნაწილი არ დააკმაყოფილა, სადაც პარტია ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, კახა კალაძის, ვახტანგ გომელაურის, მამუკა ბახტაძის, არჩილ თალაკვაძის, გია ვოლსკის, სოზარ სუბარის, თეა წულუკიანის და მამუკა...

დაწვრილებითDetails

ყურადღებით იყავით მშენებარე კორპუსებთან, გაუფრთხილდით ბავშვებს – გოგა მანია ახალ წინასწარმეტყველებას აქვეყნებს

by მეგა TV
ოქტომბერი 26, 2026
0
ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
მთავარი

ყურადღებით იყავით მშენებარე კორპუსებთან, გაუფრთხილდით ბავშვებს - გოგა მანია ახალ წინასწარმეტყველებას აქვეყნებს

დაწვრილებითDetails

ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
ოქტომბერი 26, 2026
0
ამინდი იცვლება – 7 სექტემბრის პროგნოზი
ამინდი

26 ოქტომბერს, საქართველოს უმეტეს ქალაქში უნალექო და მზიანი ამინდია მოსალოდნელი. სინოპტიკოსები დასავლეთ საქართველოში ტემპერატურის +27 გრადუსამდე დათბობას ვარაუდობენ. ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით: გაგრა +23 - მზიანი სოხუმი +25 - მზიანი...

დაწვრილებითDetails

სერბეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა 25 ოქტომბრის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა

by მეგა TV
ოქტომბერი 26, 2026
0
სერბეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა 25 ოქტომბრის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
მთავარი

სერბეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა 25 ოქტომბრის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა.  ქვეყნის მმართველი პარტიის პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, თქვა, არჩევნებში "სტუდენტურმა სიამ" გაიმარჯვა. მისი თქმით, წი­ნას­წა­რი შე­დე­გე­ბის თა­ნახ­მად, სტუ­დენ­ტებს 250-ად­გი­ლი­ან პარ­ლა­მენ­ტში...

დაწვრილებითDetails

სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე 13 პირს ბრალდება წარუდგინეს

by მეგა TV
ოქტომბერი 26, 2026
0
მიწის სისტემური რეგისტრაცია 2025 წლის ბოლომდე გაგრძელდება
მთავარი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების ოთხ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე 13 პირს ბრალდება წარედგინა. ბრალდებულთა...

დაწვრილებითDetails

როგორი იქნება 26 ოქტომბრიდან 1 ნოემბრამდე კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

by მეგა TV
ოქტომბერი 26, 2026
0
როგორ უნდა მომართოთ მარტის თვის დადებითი ენერგიები თქვენს სასიკეთოდ
მთავარი

კვირა მერკურის რეტროგრადული მოძრაობის ფონზე დაიწყება, ამიტომ დროის დაგეგმვა და დეტალების ყურადღებით შემოწმება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება. გადაამოწმეთ დოკუმენტები, მარშრუტები, მიმოწერა და შეთანხმებები. მოსალოდნელია შეფერხებები, საქმეების გაჭიანურება, ძველ საკითხებთან და წყენებთან...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"