“თითქმის ერთ თვიანი ლოდინის შემდგომ საქართველოს მთავრობამ უარი განუცხადა ოკუპირებული აფხაზეთის მკვიდრს, აფხაზს საქართველოს მოქალაქეობის მიღებაზე. – ამის შესახებ სოციალურ ქსელში მრგვალი მაგიდა თავისუფალი კავკასიას თავმჯდომარე ლადო გამსახურდია წერს.
“საქართველოს უახლეს ისტორიაში პირველად აფხაზებს უნდათ საქართველოს მოქალაქეობის მიღება, ჩამოსვლა უკრაინაში და “კავკასიის ლეგიონის” რიგებში მოხალისედ ჩაწერა, ჩემი პირადი მეთაურობით რუსეთის საოკუპაციო ჯარების წინააღმდეგ ომი!
აფხაზებს არ სურთ გაურკვეველი აფხაზური საბუთით სიარული და სურთ ქართული, თქვენ კი უარს ეუბნებით.
საქართველოს მთავრობა რა გაგიკეთებიათ ქვეყნის დეოკუპაციის კუთხით, ერთი რამ დამისახელეთ და საერთოდ თქვენთვის აფხაზეთი თუა საქართველო?
რაც წლები გადის მე აფხაზეთიდან დევნილი, რომელმაც არ ისურვა რუსული ან ადგილობრივი სეპარატისტული მთავრობის მიერ გაცემული პასპორტის აღება აფხაზეთში და დარჩა საქართველოს მოქალაქედ, რაც დრო გადის ვრწმუნდები, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხის პრობლემატიკა ხელოვნურად იქმნება ჩვენივე მთავრობის მხრიდან.
დარწმუნებული ვარ ,რომ სახელმწიფოს მართვის ორი ვადის პერიოდში მე შევძლებდი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და ერთიან, ძლიერ დემოკრატიული სახელწიფოს გადაბარებას მომავალ თაობაზე!
შეგიძლიათ ამბიციურობაში ჩამითვალოთ, მაგრამ გარწმუნებთ, რომ სრულიად რეალურად მეჩვენება. მე მჯერავს ჩემი თავისა და ჩემი ერის შესაძლებლობების თქვენგან განსხვავებით “ბატონებო”!” – წერს ლადო გამსახურდია და პოსტის კომენტარებში 2020 წლის აფხაზურ ქართული არშემდგარი ურთიერთობის კიდევ ერთ ფაქტს იხსენებს:
“აფხაზეთიდან პირველი სიგნალი წამოვიდა ჯერ კიდევ 2020 წელს.
ნეიტრალურ ადგილას შეხვედრას ითხოვდნენ 4 ადამიანი ჩვენგან, 4 მათგან.
ისინი ირწმუნებოდნენ, რომ არც საქართველოს მხარეს აწყობს ჩვენი გაერთიანება, რომ მე თითქოს ახალგაზრდა ვარ და ცალსახად, ბრმად მჯერა, რომ საქართველოს მხარეს ამ საკითხში პირი ერთი აქვს,(ნაცები თუ ქოცები) რომ აფხაზეთი საქართველოა.
ვერ მოხდა შეთანხმება შეხვედრის.
სოხუმში მელოდებოდნენ შესვლის უზრუნველყოფას მიკეთებდნენ.
მერე ზუგდიდამდე გადმოსვლა იგეგმებოდა მათი.
მოკლედ ბევრი სხვა რამ..
ეჭვი მეპარება მე ყველა მთავრობაში აფხაზეთის საკითხთან დაკავშირებით და სააკაშვილსაც დაუსვამდი რამოდენიმე კითხვას დიდი სიამოვნებით ამ საქმესთან დაკავშირებით იმედია მივიღებდი და მეკუთვნის პასუხი.
30 წელია სახლში ვერ ვცხოვრობ საკუთარში და ახლანდელ საქართველოში მე არაფერი მაქვს, უკვე არც მინდა სახელწიფოს რაიმე დახმარება!” – წეს ლადო გამსახურდია.










