LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
მედვედევის მუქარას აქვს გარკვეული მიზანი-ვოლსკი

საქართველოს მართვის სისტემა ყველა საერთაშორისო კომპეტენტური ორგანიზაციის მიერ აღიარებულია-გია ვოლსკი

დაპოსტა 2024/07/31-ში
A A
9
ნახვა
გაზიარება

საქართველოს მართვის სისტემა ყველა საერთაშორისო კომპეტენტური ორგანიზაციის მიერ აღიარებულია და ამ მართვის სისტემის შემქმნელები არანაირად არ იმსახურებენ, რომ სანქციების ქვეშ მოხვდნენ! – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ საქართველოსთან დაკავშირებით აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის ჯეიმს ო’ბრაიენის შეფასებების პასუხად განაცხადა.

ვოლსკის მტკიცებით, საქართველო არც ერთი მაჩვენებლით ბევრი ევროპული ქვეყნის მართვის სტანდარტს არ ჩამორჩება – დაწყებული კორუფციის მაჩვენებლით, დასრულებული ადამიანის უფლებების დაცვის საკითხით.

მისივე თქმით, არსებობს სურვილი იმისა, რომ სანქციების თემა არჩევნების წინ მუდმივად დღის წესრიგში იყოს.

“ო’ ბრაიენს ჩინურ ინვესტიციებთან დაკავშირებით ვერ დავეთანხმები, რადგან ახლახან კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩასული იყო ჩინეთში, ჩინური მხარის მიწვევით. ისინი სტრატეგიული პარტნიორები 2005 წლიდან არიან, 2018 წლიდან ვითარება დაეძაბათ, მაგრამ ჩასული იყვნენ იმის თაობაზე, რომ ეკონომიკურ-პოლიტიკური ვითარება განაახლონ. ჩინეთში ჩასული იყვნენ ევროპული ქვეყნების ლიდერებიც, მათ შორის პოლონეთის პრეზიდენტი. ასევე, ეკონომიკის მინისტრები შვეიცარიიდან და ფინეთიდან. ჩინეთში ჩასული იყო უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი – მზადდება უკრაინისა და ჩინეთის პრეზიდენტების შეხვედრა. აშშ-ში ჩვენი მეგობრები უნდა დავარწმუნოთ, რომ ჩინეთთან ჩვენი თანამშრომლობა არანაირად არ ნიშნავს ალტერნატივას იმასთან დაკავშირებით, რასაც ჩვენი საგარეო კურსი ჰქვია. ჩინეთისა და საქართველოს სტრატეგიული ურთიერთობები მოწოდებულია იმისაკენ, რომ აზიისა და ევროპის ბაზრები ერთმანეთს უკეთესად დაუკავშირდეს, მით უმეტეს, რომ ჩვენი დერეფანი ერთადერთი ალტერნატიული გზაა.

რაც შეეხება ო’ ბრაიენის განცხადებას არჩევნებზე, რასაკვირველია, ამას შეხსენება არ სჭირდება, რადგან სწორედ ამიტომ იყო შემოტანილი ელექტრონული არჩევნები, რომელიც გამორიცხავს ყოველგვარ ფალსიფიცირებას. არჩევნები მაღალ ევროპულ დონეზე ჩატარდება.

“გამჭვირვალეობის შესახებ” კანონზე კი ერთადერთ განცხადებას ველოდებით, მათ შორის ო’ბრაიენისგან – არავითარი პრობლემა გამჭვირვალეობაში არ არსებობს და ქართული საზოგადოება იმას იმსახურებს, რომ ჰქონდეს ინფორმაცია, რა ფული შემოდის და ზუსტად ვიცოდეთ, რა თანხები იხარჯება პროგრამებზე. არასამთავრობო ორგანიზაციები გაჭრილი არიან პოლიტიკურ ველზე და უკვე ლიდერის პოზიციებსაც იკავებენ.

მთავარია, რომელი პოლიტიკაა სწორი – სტაბილურობის გზა, რომელსაც ჩვენ მივყვებით თუ დესტაბილიზაციის, რომელსაც ოპოზიცია გვთავაზობს”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

გაზიარება4

დაკავშირებული -პოსტები

შალვა პაპუაშვილი – ევროსაბჭოს ჩვენც ვაფინანსებთ, საქართველოს მოქალაქეების ფული სტრასბურგში წავიდა და ბახმაროში, არმაზ ახვლედიანთან მობრუნდა -სკანდალი იქნება თუ ევროსაბჭო კანონდარღვევაში აღმოჩნდება გახვეული

by მეგა TV
სექტემბერი 21, 2026
0
შალვა პაპუაშვილი
მთავარი

ევროსაბჭოს წევრი ქვეყანა ვართ, ევროსაბჭოს მათ შორის ჩვენც ვაფინანსებთ - საქართველოს მოქალაქეების ფული სტრასბურგში წავიდა და ბახმაროში, “ნაცი“ პოლიტიკოსის დასაფინანსებლად მობრუნდა - ამიტომ არ გვინდა, რომ ქართველების ფული “ნაცების“ რადიკალურ...

დაწვრილებითDetails

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა არმაზ ახვლედიანის პოლიტიკური სკოლის დაფინანსების საკითხის შესწავლა დაიწყო

by მეგა TV
სექტემბერი 21, 2026
0
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა არმაზ ახვლედიანის პოლიტიკური სკოლის დაფინანსების საკითხის შესწავლა დაიწყო
მთავარი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსების გამჭვირვალობის დეპარტამენტში თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის მიმართ მონიტორინგი დაიწყო. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში განუცხადეს. უწყების განმარტებით, მონიტორინგი ა(ა)იპ “კავშირი თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის” მიერ...

დაწვრილებითDetails

ქუთაისელმა ძიუდოისტებმა ევროპის თასზე ოქროს და ბრინჯაოს მედლები მოიპივეს

by მეგა TV
სექტემბერი 21, 2026
0
ქუთაისელმა ძიუდოისტებმა ევროპის თასზე ოქროს და ბრინჯაოს მედლები მოიპივეს
მთავარი

 ქუთაისელი ძიუდოისტების წარმატება მაკედონიაში. ქალაქ სკოპიეში ევროპის თასი გაიმართა ძიუდოში. ტურნირზე ქუთაისელმა სპორტსმენებმა საპრიზო ადგილები მოიპოვეს. ოქროს მედალი- საბა ინანეიშვილი 100 კგ. მწვრთნელი, დავით თევდორაძე; ბრინჯაოს მედალი- საბა ქარდავა 100კგ....

დაწვრილებითDetails

სანდრო ბაზაძე სატელიტის ტურნირის გამარჯვებულია

by მეგა TV
სექტემბერი 21, 2026
0
სანდრო ბაზაძე მსოფლიო თასის ნახევარფინალშია
მთავარი

სანდრო ბაზაძის მორიგი წარმატება!ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გამართულ სატელიტის პრესტიჟულ ტურნირზე, სანდრო ბაზაძემ ბრწყინვალედ იასპარეზა, ფინალში ამრეიკელი მოფარიკავე ბენ ავრამი 15 - 9 დაამარცხა და ჩემპიონი გახდა!სატელიტის ტურნირზე მსოფლიოს 21 ქვეყნის...

დაწვრილებითDetails

„ნოროვირუსის“ აფეთქება აშკარად უკავშირდება საკვებს – ინფექციონისტი

by მეგა TV
სექტემბერი 21, 2026
0
„მაიმუნის ყვავილი“ შედარებით მძიმედ მიმდინარეობს ბავშვებში, ორსულებში და იმუნოსუპრესირებულ პირებში – მაია ბუწაშვილი
მთავარი

ნოროვირუსის აფეთქება აშკარად უკავშირდება საკვებს, რადგან შემთხვევები ერთდროულად გამოვლინდა 20 ბაღში - სასწრაფოდ უნდა გაირკვეს და გამოცხადდეს, რომელი საკვები იყო ვირუსით ინფიცირებული , - ამის შესახებ ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ...

დაწვრილებითDetails

შალვა პაპუაშვილი “იგლ ჰილსის“ წინააღმდეგ პროტესტზე – სახეზე გვაქვს კამპანია „ნამახვანჰესი 2“ – ვხედავთ, რომ „ალტ ინფო“და „ნაცმოძრაობა“ ერთ ფრონტზე არიან საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ

by მეგა TV
სექტემბერი 21, 2026
0
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დააინიცირა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების პროექტი
მთავარი

თუ შევხედავთ იმ ჯგუფის შემადგენლობას, ვინც ჩართულია ამ კამპანიაში; თუ შევხედავთ ამ ჯგუფის მიზნებს; თუ შევხედავთ აბსურდულ შინაარსს ამ კამპანიისა, მიხვდებით, რომ სახეზე გვაქვს „ნამახვანჰესი 2“ კამპანია - ასე უპასუხა...

დაწვრილებითDetails

არასრულწლოვანის გაუპატიურების ბრალდებით კახეთში 70 წლამდე ასაკის კაცი დააკავეს

by მეგა TV
სექტემბერი 21, 2026
0
გოგონაზე სექსუალური ძალადობის მცდელობაში 60 წლამდე მამაკაცს ადანაშაულებენ
მთავარი

მთავარის ინფორმაციით, არასრულწლოვანის გაუპატიურების ბრალდებით კახეთში 70 წლამდე ასაკის კაცი დააკავეს. მთავარს შსს-ში ინფორმაცია დაუდასტურეს. უწყების ცნობით, ბრალდებული კაცი დაკავებულია და გამოძიება სსკ-ის 137-ე და სსკ-ის 138-ე მუხლებით მიმდინარეობს.

დაწვრილებითDetails

ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკი – დაკავებულია 1 პირი

by მეგა TV
სექტემბერი 21, 2026
0
სამეგრელოს პოლიციამ დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველებმა ბათუმში, საგამოძიებო მოქმედებების...

დაწვრილებითDetails

ევროკავშირის წევრობა საქართველოსთვის არანაირ ფასეულობას არ წარმოადგენს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშე – შალვა პაპუაშვილი

by მეგა TV
სექტემბერი 21, 2026
0
პაპუაშვილი კეკელიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს
მთავარი

ევროკავშირის წევრობა საქართველოსთვის არანაირ ფასეულობას არ წარმოადგენს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გარეშე. ყველამ უნდა დაიმახსოვროს. ის, რომ გვარამია იმეორებს კამპანიის გზავნილს, რაც საბოლოოდ გულისხმობს, საქართველოსგან აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გადაცემას...

დაწვრილებითDetails

21 სექტემბერი ალცჰაიმერის მსოფლიო დღეა

by მეგა TV
სექტემბერი 21, 2026
0
21 სექტემბერი ალცჰაიმერის მსოფლიო დღეა
მთავარი

21 სექტემბერი ალცჰაიმერის მსოფლიო დღეა. თარიღთან დაკავშირებით აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეებმა - მარი ზანაქიძემ და ლელა სურმანიძემ, ბათუმის სამედიცინო ცენტრში, სამინისტროს „ფსიქიკური პრობლემების მქონე გერიატრიული პაციენტების თავშესაფრით...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"