
დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის 2021 წლის სეზონის ფინალს ქუთაისი, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი უმასპინძლებს. ნახევარფინალური შეხვედრები 24 ნოემბერს გაიმართება, რაც შეეხება ფინალის ჩატარების თარიღი ამ დროისთვის უცნობია. ნახევარფინალში “საბურთალო” ბათუმის “დინამოს”, ხოლო “შუქურა” “სამგურალს” უმასპინძლებს. ფინალში გამსვლელი გუნდები ერთმატჩიანი დაპირისპირებაში გამოვლინდებიან.










