LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ამჟამად გაჩერებულია – ჰერჩინსკი

საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ამჟამად გაჩერებულია – ჰერჩინსკი

დაპოსტა 2024/07/09-ში
A A
16
ნახვა
გაზიარება

თბილისში დღეს გაიხსნა ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია – “ევროკავშირის გაფართოება – გეოპოლიტიკური საჭიროება და შემდგომი ნაბიჯები ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნებისთვის”.

ღონისძიება ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ გახსნა, რომელმაც მანამდე მედიასთან კომენტარის დროს თქვა, რომ რუსული კანონის მიღების შემთხვევაში ხელისუფლებას აფრთხილებდნენ, რომ ამას მძიმე შედეგები მოჰყვებოდა, ახლა კი შედეგების დროა.

ელჩი ამბობს, რომ ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის სფეროს მხარდასაჭერად გამოყოფილი 30 მილიონი ევრო გაყინა, გარდა ამისა, გაჩერებულია გაწევრიანების პროცესი.

“სამწუხაროდ, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ამჟამად გაჩერებულია – ეს ევროკავშირის ლიდერებმა ევროპული საბჭოს ბოლო სხდომაზე გადაწყვიტეს. ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოსთვის მხარდაჭერა ევროპული სამშვიდობო ფონდიდან (EPF) – 30 მილიონი ევროს ოდენობით 2024 წლისთვის. სიტუაციის შემდგომი გაუარესების შემთხვევაში განიხილება სხვა ზომების მიღებაც.

დასანანია იმის ნახვა, რომ ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები ასეთ დაბალ ნიშნულზეა, როდესაც შეიძლებოდა რეკორდულად მაღალ ნიშნულზე ყოფილიყო”, – ამბობს ელჩი ჰერჩინსკი.

მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ე.წ. “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონი უკან გადადგმული ნაბიჯია. ელჩის თქმითვე, ევროკავშირი ფინანსურ დახმარება, რომელსაც მთავრობას უწევდნენ, ახლა სამოქალაქო საზოგადოებისკენ და თავისუფალი მედიისკენ წავა.

“სამწუხაროდ, საქართველოში ბოლო დროს ვხედავთ მოვლენების ნეგატიურ განვითარებას, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების დაშინებასა და დეზინფორმაციას ევროკავშირისა და ჩვენი ფასეულობების შესახებ. გასულ კვირას ევროკავშირის ლიდერებმა მკაფიოდ განაცხადეს: თუ საქართველოს ხელისუფლება შეცვლის კურსს, ქვეყანა ვერ წაიწევს წინ ევროკავშირის გზაზე. ეს ძალიან მძლავრი მესიჯია. 27 ივნისს ევროკავშირის ლიდერები შეიკრიბნენ ბრიუსელში და განიხილეს ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც ეხება ევროკავშირს. ისინი შეთანხმდნენ სტრატეგიულ საკითხებზე, ასევე ახალი ინსტიტუციური ლიდერების თაობაზე, რომლებიც ახლა პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს, გარდა ამისა, მათ გაიმეორეს, რომ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ ურყევია და ასევე შეთანხმდნენ, რომ საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეაჩერონ. ეს მართლაც გულსატკენია, მაგრამ სამწუხაროდ, მათ არჩევანი არ ჰქონდათ, თვეების განმავლობაში ჩვენ ვაგზავნიდით მკაფიო სიგნალს, რომ თუ კანონი მიღებული იქნებოდა, ამას მოჰყვებოდა შედეგები. კანონი მიღებულ იქნა და დადგა შედეგების დრო. მინისტრები ასევე შეთანხმდნენ, რომ შეცვალონ ფინანსური მხარდაჭერა, რომელსაც ჩვენ ვუწევდით საქართველოს ყველა მთავრობას და ახლა ეს დახმარება წავიდეს სამოქალაქო საზოგადოებისკენ და თავისუფალი მედიისკენ. როგორც იცით, ჩვენი ფინანსური მხარდაჭერა საქართველოს მთავრობებისადმი ყოველთვის იყო ათჯერ მეტი, ვიდრე სამოქალაქო საზოგადოებისადმი. ამ ცვლილების პირველი მსხვერპლი იქნება საქართველოს თავდაცვის ძალები. ეს ჩემთვის განსაკუთრებით გულსატკენია, რადგან მე ყოველთვის ვცდილობდი და ვმუშაობდი იმ მიმართულებით, რომ საქართველო ევროპული სამშვიდობო ფონდის ერთ-ერთი მსხვილი ბენეფიციარი ყოფილიყო. ყველაზე საწყენი ის არის, რომ ეს ფინანსური დახმარება ყოველწლიურად იზრდებოდა, ახლა კი ის შეჩერდა. მაგრამ ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია და იქნება შემდგომი ნაბიჯებიც. ჩვენ არ გვინდა, რომ ვავნოთ სამოქალაქო საზოგადოებას, არ გვინდა, რომ ვავნოთ ქართველ ხალხს და ჩვენი ბევრი პროგრამა მიმართულია ყველაზე დაუცველი ჯგუფებისკენ”, – თქვა ჰერჩინსკიმ.

გაზიარება6

დაკავშირებული -პოსტები

ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ასახელებს ბაღებს, რომლებიც დაიხურა

by მეგა TV
სექტემბერი 18, 2026
0
საბავშვო ბაღში 15 ბავშვი მოიწამლა
მთავარი

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო განმარტავს, რომელი ბაღები დაიკეტა სავარაუდო ინტოქსიკაციის გამო. როგორც თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ „ინტერპრესნიუსს“ აცნობა, სავარაუდო ინტოქსიკაციის გამო დაკეტილი 7 ბაღია: 49-ე ბაგა-ბაღი; 22-ე ბაგა-ბაღი;...

დაწვრილებითDetails

“მითი იმაზე, რომ ყოველდღიურად მოწმდება პროდუქტები, თქვენს შვილებს მოუყევით ზღაპრად, აგვიხსენით, რომელი კომპანია, რას და სად წარმოებულს აჭმევს ჩვენს შვილებს”

by მეგა TV
სექტემბერი 18, 2026
0
თბილისში კორონავირუსის გამო ბაგა-ბაღები დაიკეტა
მთავარი

თბილისის მერიის ყოფილი თანამშრომელი, თაია მახარაშვილი კახა კალაძის უწყებისგან ითხოვს, გასაჯაროვდეს რომელი კომპანია, რას და სად წარმოებულს აჭმევს ბაგა-ბაღებში ბავშვებს. "მითი იმაზე, რომ ყოველდღიურად მოწმდება პროდუქტები, თქვენს შვილებს მოუყევით ზღაპრად" -...

დაწვრილებითDetails

დღეს წმიდა იოანე ნათლისმცემლის მშობლები ხსენების დღეა

by მეგა TV
სექტემბერი 18, 2026
0
დღეს წმიდა იოანე ნათლისმცემლის მშობლები ხსენების დღეა
მთავარი

18 სექტემბერს წმიდა იოანე ნათლისმცემლის მშობლების, წინასწარმეტყველი ზაქარიასა და მართალი ელისაბედის ხსენების დღეა წმიდა წინასწარმეტყველი ზაქარია და მართალი ელისაბედი, უფლის წინასწარმეტყველის, წინამორბედისა და ნათლისმცემლის, იოანეს მშობლები, აარონის მოდგმისანი იყვნენ: წმიდა...

დაწვრილებითDetails

21 სექტემბერს “ვანელობა” აღინიშნება – ნახეთ რა ღონისძიებებია დაგეგმილი

by მეგა TV
სექტემბერი 18, 2026
0
21 სექტემბერს “ვანელობა” აღინიშნება – ნახეთ რა ღონისძიებებია დაგეგმილი
მთავარი

“ვანელობა 2026” ღონისძიების პროგრამა: 13:00-18:00 სთ. - საბავშვო-გასართობი სივრცე: • სახის მოხატვა, ზღაპრის კოსტიუმირებული გმირები, სახალისო თამაშები; • მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის აღსაზრდელთა ნამუშევრების გამოფენა; • მხატვრულ-ლიტერატურული გაერთიანება ,პარნასის’’ მოსწავლეთა პერფორმანსი; 14:00...

დაწვრილებითDetails

ოქრო გაძვირდა

by მეგა TV
სექტემბერი 18, 2026
0
რა ღირს ოქრო და ვერცხლი საქართველოში?
მთავარი

მსოფლიო ბირჟებზე ოქრო გაძვირდა. Gold Price-ის მონაცემებით, თბილისის დროით 12:30 საათისთვის, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულებამ დღიურ ჭრილში 29 დოლარით მოიმატა და 4 389 დოლარი გახდა. დღიურად ოქრო 0.68%-ითაა გაძვირებული....

დაწვრილებითDetails

ძლიერი ნალექი და სეტყვა – ამინდი მკვეთრად იცვლება

by მეგა TV
სექტემბერი 18, 2026
0
სანამდე შენარჩუნდება მზიანი ამინდები საქართველოში
მთავარი

საქართველოში უახლოეს დღეებში ცვალებადი ამინდი და ხანმოკლე წვიმებია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზით, 18-20 სექტემბერს ქვეყნის სხვადასხვა რაიონში შესაძლებელია წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი ნალექი და სეტყვა. 19 სექტემბერს ნალექიანი...

დაწვრილებითDetails

რა უნდა ვიცოდეთ ინტოქსიკაციაზე

by მეგა TV
სექტემბერი 18, 2026
0
რა უნდა იცოდეს მშობელმა, თუ ბავშვს ზაფხულში მადა დაუქვეითდა
მთავარი

საკვებით გამოწვეული დაავადება არის დაავადება, რომელიც ადამიანს უვითარდება დაბინძურებული საკვების ან სასმლის მიღების შედეგად. კვებითი მოწამვლის სიმპტომები ხშირად მოიცავს დიარეას და ღებინებას. სიმპტომები ჩვეულებრივ იწყება საკვების მიღებიდან რამდენიმე საათში, ან...

დაწვრილებითDetails

საქართველოს ეკონომიკა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.9%-ით გაიზარდა – საქსტატი

by მეგა TV
სექტემბერი 18, 2026
0
რა ცვლილებები ამოქმედდება სექტემბრიდან
ეკონომიკა

2026 წლის II კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 28 147.0 მლნ. ლარს გაუტოლდა, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 6.9 პროცენტი შეადგინა. მთლიანი შიდა...

დაწვრილებითDetails

თბილისის 21-ე საჯარო სკოლასთან აქციაა

by მეგა TV
სექტემბერი 18, 2026
0
თბილისის 21-ე საჯარო სკოლასთან აქციაა
მთავარი

თბილისის 21-ე საჯარო სკოლასთან აქცია მიმდინარეობს. აქციის გამართვის მიზეზი, მშობლებისთვის გაგზავნილი შეტყობინებაა, რომელშიც აღნიშნულია, რომ შენობის ავარიულობიდან გამომდინარე, 18 სექტემბრიდან სკოლაში სასწავლო პროცესი ჩერდება. როგორც ერთ-ერთი მშობელი „ინტერპრესნიუსთან“ აცხადებს, ჯერჯერობით უცნობია...

დაწვრილებითDetails

14-მდე ბავშვია ჩვენთან შემოსული სხვადასხვა ბაღიდან, ყველას მდგომარეობა სტაბილურია – მაია ჩხაიძე

by მეგა TV
სექტემბერი 18, 2026
0
ფულზე როგორ გამყიდე  – 23 წლის ბიჭის ემოციური წერილი დედას
მთავარი

„14-მდე ბავშვია ჩვენთან შემოსული სხვადასხვა ბაღიდან, ყველას მდგომარეობა სტაბილურია, რეანიმაციული-ინტენსიური თერაპია არავის დასჭირდა, გასტროენტერიტის მოვლენებით გუშინ საღამოდან დღეს დილამდე გრძელდებოდა პაციენტების მომართვიანობა. ამ ეტაპზე, უმეტესობის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა ვერ...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"