მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო დაკავებული უსმან ნურმაგომედოვი აბუ-დაბის ციხიდან გაათავისუფლეს .
ადგილობრივი მედიის ცნობით, სასამართლომ მას და კიდევ შვიდ მსჯავრდებულს სასჯელი შეუმსუბუქა .
თავდაპირველი ექვსთვიანი პატიმრობა ჯარიმით შეიცვალა, რომლის ოდენობაც 300 ათასიდან 150 ათას დირჰამამდე შემცირდა. გადაწყვეტილება მხარეებს შორის შერიგებისა და დაზარალებულების მხრიდან პრეტენზიების მოხსნის შემდეგ მიიღეს.










