რა ახალი პერსპექტივები აქვს საქართველოს – ამ სათაურით ვრცელ სტატიას ფრანგული გამოცემა “ეუთოლქი”” ავრცელებს.
პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ COVID-19-ის ეპიდემიის დასასრულს, კონტინენტური უსაფრთხოების საკითხებში მრავალი საკითხი უნდა იქნას განიხილული, მათ შორის საქართველოს თემაც.
სტატიაში აღნიშნულია. რომ დღეს 2003 წლის შემოდგომა-ზამთრის “ვარდების რევოლუციის შემდეგ” საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები უმაღლეს ნიშნულზეა.
სტატიის ავტორი წერს, რომ “ქართული ოცნების” მმართველმა გუნდმა მკაფიოდ დაადასტურა თავისი ერთგულება პროევროპული და ჩრდილოატლანტიკური კურსისადმი.
“რეგიონი მომდევნო წლებში დარჩება, როგორც საფრანგეთის, ისე ბრიუსელის სტრატეგიული ინტერესების პრიორიტეტულ სივრცედ””- ნათქვამია სტატიაში.