შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2023 წლის მე-3 კვარტალის საზღვრის კვეთის მონაცემები გამოაქვეყნა.
როგორც ოფიციალური მონაცემებიდან ირკვევა ივლის-სექტემბერში საქართველოს საზღვარი ყველაზე ბევრჯერ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებმა გადაკვეთეს. მათი მხრიდან საანგარიშო პერიოდში დაფიქსირდა 766 278 შემოსვლა და 780 514 გასვლა. შესაბამისად, მე-3 კვარტალში ქვეყნიდან 14 236 -ით მეტი რუსეთის მოქალაქე გავიდა, ვიდრე შემოვიდა.
უწყების მონაცემებით, მე-3 კვარტალში სახელმწიფო საზღვრის კვეთა 7 180 916- ჯერ (შემოსვლა+გასვლა) განხორციელდა. აქედან 24%-ი მოდიოდა საქართველოს, ხოლო 76%-ი უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე.
ამასთან, შს სამინისტროს ცნობით, ივლის-სექტემბერში უცხო ქვეყნის მოქალაქეების მხრიდან 2 689 306 შემოსვლა და 2 734 526 გასვლა დაფიქსირდა.










