საფრანგეთში ორმა სამხედრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ავიაკატასტროფა დღეს, შუადღისას, მერთი და მოზელის დეპარტამენტში მოხდა.
ფრანგული მედიის ცნობით, ერთ-ერთმა პილოტმა შეჯახებამდე კატაპულტირება მოასწრო, მეორე თვითმფრინავის ბორტზე მყოფ ინსტრუქტორსა და სტუდენტს ამ დრომდე ეძებენ.










