გადაადგილება იმდონეზეა გამკაცრებული რომ ჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც ტვიშში ცხოვრობს და აქედან იქამდე 40 კილომეტრია, უნდა შემოუაროს, კიდევ დამატებით 100 კილომეტრი და ამას შსს-ს თანამშრომელი ნორმალურ ამბად თვლის. 100 კილომეტრის გავლა ხარჯის თვალსაზრისით როგორ უნდა მიუსაჯო ადამიანს. კიდევ არიან სასულიერო პირები, მათ შორის ერთ-ერთი ჩემი ოჯახის წერვია, ის საპროტესტო ტალღაში ნაკლებად არის ჩართული, მაგრამ მასაც იგივე უთხრეს, ოფიციალურად ასეთი მითითება აქვთ მიცემული რომ ის აქ ვერ გაივლის და ყოველთვის 100 კილომეტრი ზედმეტი უნდა გაიაროს რომ მსახურება აღასრულოს რიონის ხეობის სოფლებში. ამის ფონზე იმის შედავება რომ ვიღაცამ რაღაც ცოტათი გადაღუნა, გადმოღუნა თუ რა ქნა კიდევ გასარკვევია. უბრალოდ მასკარადს და ცირკს უკვე დიდი ხანია გასცდა ეს სიტუაცია, დაცინვებსაც და აბუჩად აგდებასაც და საერთოდ რა უბედურებასთან გავქვს საქმე, რაც უფრო მეტი ადამიანი გავაცნობიერებთ ამას მით უფრო ნაკლებად შეგვეხება. – რიონის ხეობის მცველი მარიტა მუსელიანი რიონის ხეობის მცელი.
ვალუტის განახლებული კურსი
აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5978 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5978 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5979 ლარი იყო....










