საპატრიარქოსთან გვაქვს მუდივი კონსულტაციები და დარწმუნებულები ვართ, რომ ყველაფერი გადაწყდება ისე, როგორც ეს შედის ქვეყნის, ჯანმრთელობის დაცვისა და ეკლესიის ინტერესებში , – ასე უპასუხა მმართველი გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძე კითხვას, რა ნაბიჯებს გადადგამს ხელისუფლება აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, რადგან ღვთის მსახურება კომენდანტის საათს ემთხვევა.
მისი თქმით, ხელისუფლება მთლიანად მართავს ვითარებას.
“ამ ვითარების მართვის შემადგენელი ნაწილი არის კონსულტაციები ყველასთან, ვისთანაც მნიშვნელოვანია. ჩვენ გვაქვს მუდმივი კონსულტაციები ეკლესიის წარმომადგენლებთან, საპატრიარქოს წარმომადგენლებთან და ჩვენ ვართ დარწმუნებულები, რომ საკითხი გადაწყდება ისე, როგორც ეს შედის ჩვენი ქვეყნის ინტერესებში, ჯანმრთელობის დაცვის ინტერესებში, ასევე, ეკლესიის ინტერესებში. ჩვენ გვექნება აბსოლუტურად დაბალანსებული გადაყწვეტილება, ამის საფუძველი იქნება კონსულტაციები ხელისუფლებისა და ეკლესიის წარმომადგენლებს შორის”, – განაცხადა კობახიძემ.