“ჰო კიდე ,რა უნდა მეთქვა, შენ სულ ყვავილებით მილამაზებდი ლარნაკს.ახლა?ახლა, ჩემი ჯერია ცხოო…სანამ მე ვიარსებებ , ყოველთვის მოგიტან უამრავ ვარდსა და დარდს![]()
შენ ჩემი სამუდამო ,საუკუნო სიყვარული ხარ ,რომელიც გპირდები, არასოდეს განელდება.” – წერს სოციალურ ქსელსი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორთან ტრაგიკულად დაღუპული ლაშა წიქორიძის შეყვარებული ანო ბენიძე და თაიგულის ფოტოს აქვეყნებს, რომელიც გარდაცვლილ შეყვარებულს გაუგზავნა.
3 ივლისს გამთენიისას ქუთაისის აეროპორტთან ქუთაისის აეროპორტთან ტრაგედია დატრიალდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა.
თვითმხილველების თქმით, ავტომანქანა ბეტონის კონსტრუქციას შეეჯახა, გზიდან გადავარდა და აფეთქდა.
გლოვაა სოფელ გეგუთში. დაღუპულები არიან: ლაშა წიქორაძე, მამუკა ბრეგვაძე, გიორგი მამისეიშვილი და ჯუბა კუხიანიძე. ადგილობრივები ამბობენ, რომ მათთან ერთად ავტომანქანაში 2 გოგო იმყოფებოდა, ისინიც მათი მეგობრები იყვნენ, დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს, მათგან ერთი კლინიკაში გარდაიცვალა. ამ დრომდე მძიმეა კიდევ ერთი დაშავებული გოგონას მდგომარეობა.










