კლინიკაში გარდაიცვალა ქალი, რომელსაც გორში ჭალის დასახლებაში მანქანა დაეჯახა.
შეჯახება 4 ნოემბერს თამარ მეფის გამზირზე მოხდა.
ინფორმაციას „ქართლის ამბები“ ავრცელებს.
ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით გრძელდება, რაც გულისხმობს მოძრაობის წესების დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.










