LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ნიგერიამ, ანგოლამ და კენიამ COVID-19-ის ვაქცინები უკვე მიიღეს

სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში მომუშავე საზოგადოებრივი ორგანიზაციები მთავრობას მიმართავენ

დაპოსტა 2021/08/04-ში
A A
28
ნახვა
გაზიარება

სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში მომუშავე საზოგადოებრივი ორგანიზაციები მთავრობას მიმართავენ.

“საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ქალბატონ ეკატერინე ტიკარაძეს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს თეა ახვლედიანს სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლის რეგიონებში მომუშავე საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართვა.

მაშინ როდესაც, COVID-19-ით ყოველდღიურად საქართველოს არა ერთი მოქალაქე, ინფიცირდება და იღუპება, ვაქცინაცია რჩება გადარჩენის ერთადერთ გზად და ამაში, მოქალაქეთა დარწმუნება, ინფორმირება და მაქსიმალურად ჩართულობის უზრუნველყოფა უმთავრეს გამოწვევად რჩება თითოეული ჩვენგანისთვის.

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ პანდემიის დასასრულებლად და იმისთვის, რომ ადამიანებს მოგვეცეს შესაძლებლობა დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმსა და საქმიანობას, აუცილებელია თითოეული ჩვენგანი აიცრას. 

თითოეული ჩვენგანის ჩართულობა კი პროცესს კიდევ უფრო დააჩქარებს და ეფექტურს გახდის. სახელმწიფოს, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მხრიდან არა ერთხელ გაჟღერებულა, რომ მოსახლეობის სწრაფი და ეფექტური ვაქცინაციისთვის უმთავრესია მათი წინასწარი ინფორმირება, დარწმუნება. 

სამწუხაროდ საქართველოში მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ სკეპტიკურად არის განწყობილი ვაქცინაციის მიმართ და არ აპირებს მის გაკეთებას. 

ამ მხრივ განსაკუთრებულად რთული ვითარებაა ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში (სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი), აქ მცხოვრები, მოქალაქეების მნიშვნელოვანი ნაწილი არ ფლობს სახელმწიფო ენას, შესაბამისად, მათი ნაწილისთვის ინფორმაციის ძირითად წყაროდ კვლავს რუსულენოვანი არხები რჩება და ხშირად, თავისდაუნებურად ექცევიან რუსული პროპაგანდის გავლენის ქვეშ (არა ერთხელ გაჟღერებულა, რომ მოსახლეობის ნაწილი, უფრო მეტ ნდობას უცხადებს რუსეთში წარმოებულ ვაქცინას, ვიდრე, მსოფლიო ჯანმოს მიერ აღიარებულ სხვა ვაქცინებს) მსგავს სიტუაციაში მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა ეკისრება სახელმწიფოს, რომელმაც უნდა უზრუნველყოს საკუთარი მოქალაქეებისთვის ინფორმაციის თანაბრად მიწოდება. 

მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს მხრიდან მომზადდა არა ერთი ვიდეო რგოლი, სტატია, ბუკლეტი, გაიკრა უამრავი ბანერი ეთნიკური უმცირესობების ენაზე, კვლავაც გრძელდება აღნიშნული მიმართულებით მუშაობა. 

აცრის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება ყველაზე მეტად სწორედ აღნიშნულ რეგიონებშია. პრობლემის მიზეზი არაერთია, თუმცა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში რომც მოხდეს მოქალაქეთა ამ ნაწილის დარწმუნება აცრის აუცილებლობაში, ისინი მორიგი დაბრკოლების წინაშე დგებიან, სპეციალურად შექმნილი პორტალი, რომლითაც ხდება აცრის მსურველთა წინასწარი რეგისტრაცია (https://www.moh.gov.ge/covidchart/register/regist… ) მხოლოდ ქართულ ენაზე და მოქალაქეების მნიშვნელოვან ნაწილს (რომელიც არ არ ფლობს სახელმწიფო ენას) დამოუკიდებლად არ ეძლევა შესაძლებლობა დარეგისტრირდეს,. 

გარდა ამისა, მოქალაქეებს მხოლოდ ქართულ ენაზე პასუხობენ სპეციალურად პანდემიის დროს შექმნილი ცხელი ხაზის ოპერატორებიც, რაც დამატებით ბარიერებს უქმნის მათ, ართულებს კომუნიკაციას და კიდევ უფრო ზრდის აცრისადმი ნეგატიურ დამოკიდებულებას. ჩვენ, როგორც წლების განმავლობაში ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონში მომუშავე საზოგადოებრივ ორგანიზაციებს მიგვაჩნია, რომ მანამ სანამ, ქვეყანას ყავს მოქალაქეები რომლებიც ვერ ფლობენ სახელმწიფო ენას, ქვეყანა ვალდებულია, დაიცვას მისი ყველა მოქალაქის კონსტიტუციური უფლება, იზრუნოს მათ სოცოცხლესა და ჯანმრთელობაზე. 

ვთვლით, რომ საქართველოში მაცხოვრებელ ეთნიკურ უმცირესობებს, უნდა ქონდეთ შესაძლებლობა აღნიშულ პორტალზე გაიარონ რეგისტრაცია და მიიღონ ინფორმაცია ცხელი ხაზის ოპერატორებისგან მათთვის გასაგებ ენაზე. ვიმედოვნებთ სახელმწიფო ჯეროვნად შეასრულებს თავის მოვალეობებს მოქალაქეების წინაშე და უახლოეს დღეებში უზრუნველყოფს ეთნიკური უმცირესობებისათვის ხელმისაწვდომობის გაზრდას ვაქცინაციის პროცესზე”, – აღნიშნულია მიმართვაში.

ხელმომწერი ორგანიზაციები:

1. სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური ასოციაცია ტოლერანტი – ცირა მესხიშვილი

2. ახალციხის ზრდასრულთა განათლების ცენტრი – თამარ კაპანაძე

3. სამცხე-ჯავახეთის მედია ანალიტიკური ცენტრი – ედუარდ აივაზიან

4. ახალქალაქის ზრდასრულთა განათლების ცენტრი – შორენა თეთვაძე

5. ახალციხის ახალგაზრდული ცენტრი – მარინე სუდაძე

6. დემოკრატ მესხთა კავშირი – გიორგი ანდღულაძე

7. ქალთა არასამთავრობო ორგანიზაცია -კავშირი “პაროს” – ნარინე გინოსიან

8. ასოციაცია მომავლის კორპუსი – ვაღარშაკ შახბეკიან

9. ააიპ ღია საზღვრები- რიმა ღარიბიან

10. ააიპ “რადიო-ტვ ნორ” – არარატ თთთიან

11. ქალები ჯავახეთის მომავლისათვის – დალი აღდგომელაძე

12. ,,კავშირი – თანადგომა შვილებს” – მაია გაჩეჩილაძე

13. მეცხრე არხი (შპს იმპერია) – მაია იველაშვილი

14. ქალი და სამყარო – მარინა ბჟალავა

15. თრიალეთის ექსპრესი- ნაზი მეშველიანი

16. თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრი – ლუსინე დოსტიბეგიანი

17. სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი – ზაურ ხალილოვი

გაზიარება11

დაკავშირებული -პოსტები

ქუთაისის მე-5 ბაგა-ბაღი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
სექტემბერი 28, 2026
0
ქუთაისის მე-5 ბაგა-ბაღი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

ქუთაისის მე-5 ბაგა-ბაღი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. გარდაიცვალა მანანა ტურფა ნებულიშვილი. "#5 ფილიალის თანამშრომლები ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი ძვირფასი კოლეგისა და მეგობრი მანანა ტურფა ნებულიშვილის  გარდაცვალების გამო ​შეუძლებელია სიტყვებით იმ დიდი...

დაწვრილებითDetails

“ტიკ-ტოკერი” ზურაბ კენჭიაშვილი დააკავეს

by მეგა TV
სექტემბერი 28, 2026
0
“ტიკ-ტოკერი” ზურაბ კენჭიაშვილი დააკავეს
მთავარი

სამართალდამცველებმა "ტიკ-ტოკერი" ზურაბ კენჭიაშვილი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მას სასამართლომ 20 დღის ვადით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. სამართალდამცველებმა, მოქალაქე ზურაბ კენჭიაშვილი, სოციალური ქსელ „ტიკ-ტოკის“ მეშვეობით მოქალაქეებისთვის, მათ შორის არასრულწლოვანისთვის შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე...

დაწვრილებითDetails

20 წლის ბიჭი შშმ პირის გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს

by მეგა TV
სექტემბერი 28, 2026
0
სამეგრელოში მერვე კლასელი გოგო სავარაუდოდ მამამ გააუპატიურა
მთავარი

კახეთში 20 წლის ახალგაზრდას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 25 წლის გოგოს გაუპატიურებას ედავებიან - ინფორმაციას გამოცემა მთავარი ამბები კახეთიდანავრცელებს. როგორც ადგილობრივებმა გამოცემას “მთავარი ამბები კახეთიდან” უთხრეს, გოგომ და ბიჭმა ერთმანეთი სოციალური...

დაწვრილებითDetails

სამტრედიაში ერთმანეთს რამდენიმე ტრაილერი შეეჯახა

by მეგა TV
სექტემბერი 28, 2026
0
სამტრედიაში ერთმანეთს რამდენიმე ტრაილერი შეეჯახა
მთავარი

სამტრედიაში ერთმანეთს რამდენიმე ტრაილერი შეეჯახა, საჯავახოს მონაკვეთზე. ინფომრაციას "მთავარი ამბები" ავრცელებს. არსებული ინფორმაციით,ერთმანეთს რამდენიმე ტრაილერი შეეჯახა . შედეგად დაშავდა ერთი ტრაილერის მძღოლი. შსს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე...

დაწვრილებითDetails

საქართველოში უცხო ქვეყნის 50 მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
სექტემბერი 28, 2026
0
საქართველოდან უცხო ქვეყნის 34 მოქალაქე გააძევეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებები ჩაატარეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „კომპლექსური ღონისძიებების შედეგად დაკავებულია 50 უცხოელი არალეგალი, მათ შორის – ნიგერიის, ავღანეთის, აზერბაიჯანის, ირანის,...

დაწვრილებითDetails

არასრულწლოვანი შვილიშვილის იძულებით ქორწინების ბრალდებით ბებია დააკავეს

by მეგა TV
სექტემბერი 28, 2026
0
შეიძლება თუ არა მაისში ქორწინება? – რას ამბობს რელიგია
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოჯახის არასრულწლოვანი წევრის ქორწინების იძულების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მისი არასრულწლოვანი შვილიშვილი გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით,...

დაწვრილებითDetails

გაგრაში 26 წლის რუსი ტურისტი ქალი მოკლეს

by მეგა TV
სექტემბერი 28, 2026
0
გაგრაში 26 წლის რუსი ტურისტი ქალი მოკლეს
მთავარი

გაგრაში 26 წლის რუსი ტურისტი ქალი მოკლეს. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქმეზე 25 წლის კაცი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, 26 წლის ამინა ბიკბოვა გაგრაში დასასვენებლად იმყოფებოდა. მას შემდეგ,...

დაწვრილებითDetails

პატარა ანგელოზი ცის სასუფეველს შეუერთდა – ცნობილია ავარიაში დაღუპული ბავშვის ვინაობა

by მეგა TV
სექტემბერი 28, 2026
0
პატარა ანგელოზი ცის სასუფეველს შეუერთდა – ცნობილია ავარიაში დაღუპული ბავშვის ვინაობა
მთავარი

ხელვაჩაურში ავარიის შედეგად დაღუპული მცირეწლოვანი სანი ცეცხლაძეა. „ბაგა ბაღ „სანშაინს“ უდიდესი ტრაგედია დაატყდა თავს. ჩვენს ბაღს მისი პატარა ანგელოზი, სანი, მოაკლდა. დღეს გლოვობს არა მხოლოდ ჩვენი ბაღი და ჯგუფი „ცისარტყელა“....

დაწვრილებითDetails

ლოცა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

by მეგა TV
სექტემბერი 28, 2026
0
ლოცვა, რომელიც გიორგობას უნდა წაიკითხოთ
მთავარი

28 სექტემბერს ალავერდობაა. 13 ასურელი მამათაგანის იოსებ ალავერდელის ხსენების დღე. ტროპარი იხარებს დღეს დღესასწაულსა შენსა ერი ქართველთა და თაყუანის-ცემასა შესწირვენ ღმერთსა, რომელმან მოსცა ესევითარი მამაი, მზრუნველი და მეოხი, და შეიცვენ...

დაწვრილებითDetails

 დღეს ალავერდობაა

by მეგა TV
სექტემბერი 28, 2026
0
ალავერდის ეპარქია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

დღეს ალავერდობაა - მართლმადიდებელი ეკლესია 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთის, იოსებ ალავერდელის ხსენებას აღნიშნავს. განსაკუთრებულია ზეიმია ალავერდის მონასტერში - მიტროპოლიტმა დავითმა, ეპარქიის წარმომადგენლებთან ერთად ღამისთევის მსახურება აღავლინა. დღესასწაულთან დაკავშირებით ალავერდში მორწმუნეები...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"