სამტრედიაში პროგრამის “ქართული ჩაი” მონაწილეებს ტექნიკა გადაეცათ
სამტრედიის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო პროგრამის „ქართულ ჩაი“ მონაწილე 8 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს თანამედროვე სტანდარტის ტექნიკა გადაეცათ. ტექნიკის, რომელიც კოოპერატივებს საჩუქრად გადაეცათ, შესაძენად სახელმწიფომ მხრიდან 314,000 ლარი დაიხარჯა.
კოოპერატივებისთვის მანქანა-დანადგარების გადაცემის პროცესს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი, იმერეთის რეგიონის რწმუნებულთან, ზვიად შალამბერიძესთან ერთად დაესწრო.
საქართველოს მასშტაბით, პროგრამა „ქართული ჩაი“ 49 ბენეფიციარია ჩართული. სარეაბილიტაციო პლანტაციების ჯამური ფართობი 1,024 ჰექტარს შეადგენს,