დღეს ჭყონდიდლობაა, დღესასწაული განსაკუთრებულად მარტვილში აღინიშნება. დავით აღმაშენებლის აღზრდელის და საქართველოს მწიგნობართუხუცესის ხსენების დღე.
მარტვილის მუნიციპალიტეტში ტრადიციულად ყოველი წლის 25 სექტემბერს, წმინდა მეფის დავით აღმაშენებლის აღმზრდელისა და ვეზირთუპირველესის წმინდა მღვდელმთავრის გიორგი ჭყონდიდელ – მწიგნობართუხუცესის ხსენების დღე – „ჭყონდიდობა“ აღინიშნება.
„ამა წლის 25 სექტემბერს, წმინდა მღვდელმთავარ გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღეს უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III წირვას აღავლენს მარტვილის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში.
2026 წლის ჭყონდიდობის დღესასწაულის პროგრამა:
09:00 საათი – წმ. გიორგი ჭყონდიდელის ძეგლის და მოზაიკური ფრესკის გვირგვინით შემკობა;
10:00 საათი – საზეიმო წირვა მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში, წირვას აღავლენს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III;
13:00 საათი – სპორტულ–სანახაობრივი ღონისძიებები: ტანვარჯიში, ჭადრაკი, ტაიკვანდო, უშუ, კუდო, ჭიდაობა, ძიუდო, მძლეოსნობა, რაგბი-საჩვენებელი, (სასპორტო სკოლის ეზოში);
13:00 საათი – ჭყონდიდობისადმი მიძღვნილი კონცერტი ადგილობრივი შემოქმედებითი ანსამბლების მონაწილეობით;
13:30 საათი – ადგილობრივი მეწარმეების გამოფენა;
14:00 საათი – მარტვილის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონიალი;
13:00 საათიდან – 16:00 საათამდე
– წმ. გიორგი ჭყონდიდელის ეპოქის წარმოსახვა, ხატვა ასფალტზე,
– სოფელ ხუნწში არსებული ქუქითის ციხის ამსახველი სურათების გამოფენა და მოკლე ექსკურსია პატარა არქეოლოგების მიერ,
– ნორჩი მხატვრების მიერ პეიზაჟების ხატვა, ბერიკები,
– მარტვილში მცხოვრები მხატვრების გამოფენა,
– ხელნაკეთი ნივთების გამოფენა -გაყიდვა,
– მარტვილის მუნიციპალიტეტის ღირსშესანიშნავი სურათების გამოფენა,
– კოლხური ყოფის ამსახველი ეთნოგრაფიული კუთხეების გამოფენები მუზეუმში,
17:00 საათი – კულინარიული მასტერკლასები;
17:00 საათი – მუნიციპალურ ანსამბლ „მარტვილის“ კონცერტი;
19:00 საათი – საფეხბურთო ფესტივალი (სერგიეთის საფეხბურთო ბაზაზე);
20:00 საათი – გალა კონცერტი Goofy Land-ის მონაწილეობით.










