LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
სამტრედიის №11 საჯარო სკოლა დაიხურა

სამტრედიის №11 საჯარო სკოლა დაიხურა

დაპოსტა 2026/09/24-ში
A A
0
ნახვა
გაზიარება

სამტრედიის №11 საჯარო სკოლა დაიხურა – 931 მოსწავლე სწავლას სხვადასხვა რეჟიმში აგრძელებს – ინფორმაციას “მთავარი ამბები” ავრცელებს.

სამტრედიის №11 საჯარო სკოლაში, სადაც ოფიციალური მონაცემებით 931 მოსწავლე ირიცხება, სასწავლო პროცესი აღარ მიმდინარეობს, თუმცა მოსწავლეები სწავლას სხვადასხვა ფორმით აგრძელებენ.
15 სექტემბრიდან I-IV კლასების მოსწავლეები №2 საჯარო სკოლაში, მეორე ცვლაში სწავლობენ, ხოლო V-XII კლასები ონლაინ რეჟიმში აგრძელებენ სწავლას.
მშობლების ინფორმაციით, ონლაინ გაკვეთილების ხანგრძლივობა თითოეულ საგანში 20 წუთია.
მშობლების ნაწილის განცხადებით, სკოლის რეაბილიტაციის შესახებ მათ მაისში შეიტყვეს და იცოდნენ, რომ ახალი სასწავლო წლიდან მათი შვილები სწავლას გრიბოედოვის ქუჩაზე მდებარე ყოფილი №15 საჯარო სკოლის, ე.წ. „სპეც. სკოლის“, შენობაში გააგრძელებდნენ.
მშობლების თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით გადაწყვეტილება რამდენჯერმე შეიცვალა და საბოლოოდ, სასწავლო წლის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე გახდა ცნობილი, რომ I-IV კლასების მოსწავლეები №2 საჯარო სკოლაში, მეორე ცვლაში ისწავლიდნენ, ხოლო V-XII კლასების მოსწავლეები ონლაინ რეჟიმში გააგრძელებდნენ სწავლას.
მშობლების ინფორმაციით, მანამდე მათ ასევე უთხრეს, რომ ნოემბრიდან მოსწავლეებისთვის სწავლა №3 საჯარო სკოლაში გაგრძელდებოდა, სადაც შესაბამისი ფართი უკვე მოძიებული იყო. თუმცა, საბოლოოდ, სწავლის გაგრძელების გადაწყვეტილება კვლავ შეიცვალა.
რაც შეეხება №11 საჯარო სკოლის რეაბილიტაციას, როგორც დოკუმენტებიდან ირკვევა, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერში გამარჯვებულ კომპანია შპს „მანე ლუქსთან“ ხელშეკრულება გააფორმა. დოკუმენტების მიხედვით, სამუშაოების შესრულების ვადად 16 თვეა განსაზღვრული.
პროექტის ფარგლებში, დოკუმენტაციის მიხედვით, დაგეგმილია სკოლის განახლება, შენობის ძირითადი ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, სასწავლო და ადმინისტრაციული სივრცეების რეაბილიტაცია, საინჟინრო კომუნიკაციების გაუმჯობესება და მოსწავლეებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა.
„მთავარი ამბები“ აღნიშნულ საკითხზე კომენტარისთვის სამტრედიის საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაუკავშირდა.
რესურსცენტრის განმარტებით, ,, სკოლა არ დახურულა.
სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო №11 საჯარო სკოლა სწავლების ჰიბრიდულ მოდელზე გადავიდა: 1-4 კლასები სწავლობენ ალტერნატიულ ფართში, დასწრებით, მეორე ცვლაში, ხოლო 5-12 კლასებში საგაკვეთილო პროცესი ონლაინ მიმდინარეობს”.

 

📰 გააგრძელე კითხვა...
გაზიარება

დაკავშირებული -პოსტები

მახუნცეთში ,,ზიპლაინის” ფუნქციონირება რამდენჯერმე შეაჩერეს და ბიზნესმენს 187 297 ლარი  გამოსძალეს – დაკავებულია 4 პირი

by მეგა TV
სექტემბერი 24, 2026
0
მახუნცეთში ,,ზიპლაინის” ფუნქციონირება რამდენჯერმე შეაჩერეს და ბიზნესმენს 187 297 ლარი  გამოსძალეს – დაკავებულია 4 პირი
მთავარი

ბრალი წარედგინა 4 პირს, რომლებმაც ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთში ,,ზიპლაინის” ფუნქციონირება რამდენჯერმე შეაჩერეს და ბიზნესმენს 187 297 ლარი  გამოსძალეს. საქართველოს პროკურატურამ დაკავებულებს ბრალი ჯგუფის მიერ ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის...

დაწვრილებითDetails

ნადირობის წესების დარღვევის ყველაზე მეტი შემთხვევა იმერეთში დაფიქსირდა

by მეგა TV
სექტემბერი 24, 2026
0
ნადირობისას 27 წლის ბიჭი დაიღუპა
მთავარი

ნადირობის სეზონის გახსნიდან პირველ 1 თვეში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა იმერეთში სამართალდარღვევის 196 ფაქტი გამოავლინეს. ამ მაჩვენებლით რეგიონი ქვეყნის მასშტაბით პირველ ადგილზეა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 22...

დაწვრილებითDetails

თბილისის 21-ე სკოლაში რამდენიმეკვირიანი სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება, რის შემდეგაც სწავლა იმავე შენობაში განახლდება – რაც შეეხება მისაქციელს, იქ ახალი სკოლა აშენდება

by მეგა TV
სექტემბერი 24, 2026
0
თბილისის 21-ე საჯარო სკოლასთან აქციაა
მთავარი

სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროცესთან დაკავშირებით უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე ხელმძღვანელობდნენ. ამის...

დაწვრილებითDetails

კახეთში 100 კილოგრამამდე მცენარე „კანაფი“ ამოიღეს

by მეგა TV
სექტემბერი 24, 2026
0
პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 136 ძირი კანაფი ამოიღო
მთავარი

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა,  განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირების ბრალდებით, სხვადასხვა დროს 3 პირი დააკავეს. ინფორმაცის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ჩატარებული...

დაწვრილებითDetails

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ციცინო კიკვაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა

by მეგა TV
სექტემბერი 24, 2026
0
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ციცინო კიკვაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა
მთავარი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ციცინო კიკვაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მოითხოვს, გადაიხედოს და გაუქმდეს კანონში გაჩენილი და რეპრესიულად მიჩნეული ჩანაწერები, რომელიც შსს-ს სიძულივილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სააგენტოს...

დაწვრილებითDetails

ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკი – დაკავებულია 4 პირი

by მეგა TV
სექტემბერი 24, 2026
0
პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთისა და ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანის ბრალდებით...

დაწვრილებითDetails

ირაკლი კობახიძე დღეს გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოვა

by მეგა TV
სექტემბერი 24, 2026
0
პრეზიდენტ ტრამპს გაცხადებული აქვს „დიფ სთეითის“ დამარცხების ამბიციური გეგმა და გვინდა, წარმატებები ვუსურვოთ – პრემიერი
მთავარი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე სიტყვით დღეს გამოვა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. რაც შეეხება საკითხებს, რაზეც კობახიძე გაამახვილებს ყურადღებას, როგორც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა ჟურნალისტებს განუცხადა,...

დაწვრილებითDetails

სასტიკი მკვლელობა კახეთში – რას ყვებიან ადგილობრივები

by მეგა TV
სექტემბერი 24, 2026
0
სასტიკი მკვლელობა კახეთში – რას ყვებიან ადგილობრივები
მთავარი

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ალმატში მოკლული 85 წლის ქალის ვინაობა ცნობილია. ადგილობრივი გამოცემის, „მთავარი ამბები კახეთიდან“ ინფორმაციით, მოკლული ელიკო ასაბაშვილია.   ადგილობრივი მცხოვრებლების ინფორმაციით, ქალი სახლში მარტო ცხოვრობდა. არსებული ვერსიით, თავდამსხმელი...

დაწვრილებითDetails

წყალტუბოს მე-2 საჯარო სკოლის მშობლები მერთან შეხვედრას მოითხოვენ

by მეგა TV
სექტემბერი 24, 2026
0
3 დღე გავიდა და სკოლა იკეტება! – მშობელი წყალტუბოს მერს მიმართავს
მთავარი

წყალტუბოს მე-2 საჯარო სკოლის მშობლები მერთან შეხვედრას მოითხოვენ, მათი სურვილი სკოლის დახურვის შემდეგ ბავშვები თერნალში არსებული პროფესიული კოლეჯის შენობაში გადაიყვანონ. პოსტს სოციალირ ქსელში ეკა მახარაშვილი აქვეყნებს: ,,წყალტუბოს მეორე საჯარო სკოლის...

დაწვრილებითDetails

ხონში სათევზიას მღვიმეში ექსპედიცია ჩატარდა

by მეგა TV
სექტემბერი 23, 2026
0
ხონში სათევზიას მღვიმეში ექსპედიცია ჩატარდა
მთავარი

ხონში სათევზიას მღვიმეში ექსპედიცია ჩატარდა, ამის შესახებ სოციალირ ქსელში ქალაქის მერი ლადო ჯურხაძე წერს: ,,ხონში არაერთი გამორჩეული, აუთვისებელი ადგილი გვაქვს, რომელიც თავისი მნიშვნელობითა და სანახაობით განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. ერთ-ერთი ასეთი...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"