”სამტრედიის მუნიციპალიტეტში დაბადებული ახალშობილების ოჯახებს ერთჯერადად 2 000 ლარი გადაეცემათ. პირველად, 1 იანვრიდან დაბადებულ, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მკვიდრ ყველა ახალშობილზე დაწესდა 2 000 ლარის ოდენობის ერთჯერადი ფულადი დახმარება. როგორც სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ აღნიშნა, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ეს ინიციატივა წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს ახალგაზრდა ოჯახების მხარდაჭერისა და დემოგრაფიული პოლიტიკის გაძლიერების მიმართულებით. მერმა ახალშობილის ოჯახს სამტრედიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში უმასპინძლა და ერთჯერადი ფულადი დახმარება პირადად გადასცა,”- ნათქვამია სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამინდის პროგნოზი მკვეთრად შეიცვალა – დაანონსებული სიცხე წვიმამ ჩაანაცვლა
საქართველოში უახლოეს დღეებში უმეტესად თბილი და სეზონისთვის დამახასიათებელი ამინდია მოსალოდნელი. სინოპტიკოსების პროგნოზით, ქვეყნის დიდ ნაწილში ჰაერის ტემპერატურა მაღალი იქნება, თუმცა ცალკეულ რეგიონებში დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ელჭექი და...










