სამოქალაქო აქტივისტი მიშიკო მუმლაძე, რომელიც დღეს წვრილმანი ხულიგნობისთის დააკავეს თავისუფალია.
სასამართლო პროცესზე სამართალდამცველებმა განაცხადეს, რომ მიხეილ მუმლაძე ქალაქის ცენტრალურ ნაწილში საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდა და იგინებოდა.
ადვოკატებმა პოლიციელებს ჩანაწერები მოსთხოვეს, თუმცა სამართალდამცველებმა მტკიცებულებები ვერ წარმოადგინეს, რის შემდეგად მოსამართლემ მხარეებს დრო 13 მაისამდე მისცა.
ცნობისთის, მიშიკო მუმლაძეს დღეს ქუთაისში, მესხიშვილის თეატრში ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვაზე დასწრება სურდა, სადაც არ შეუშვეს. მიშიკო მუმლაძეს ოჯახის წევრები და იურისტები 4 საათის განმავლობაში ეძედბნენ.









