29 წლის ქალი, რომელიც 6 მცირეწლოვანით მძიმე სოციალურ პირობებში ცხოვრობს. ამის შესახებ ინფორმაციას TV25 აქვეყნებს. სამი შვილის დედა და სამი და-ძმის მეურვე უსახლკაროდაა დარჩენილი. ყოფას ის ამძიმებს, რომ 600 ლარიანი სახელმწიფო დახმარებიდან, 7 წევრიან ოჯახს თავის სარჩენად მხოლოდ 150 ლარი რჩება. დანარჩენს ბინის ქირაში იხდიან. სახლი კი ამორტიზებულია. ოჯახს არც იმის საშუალება აქვს, რომ საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო დაწესებულებას მიმართოს. ადგილობრივი ხელისუფლება უკიდურესად გაჭირვებულებს დახმარებაზე უარს ეუბნება.
ასმი შვილის დედა და სამი და-ძმის მეურვე, 29 წლის, ხათუნა უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. მარტოხელა ქალმა საკუთარი და-ძმების გაზრდის პასუხისმგებლობა, დედის გარდაცვალების შემდეგ აიღო. ხათუნას, ბავშვების დაძინება ვახშმის გარეშე, ხშირად, უწევს. ყველაზე უმცროსს 8 თვის პატარას, ბუნებრივი საკვები არ ჰყოფნის, დამატებით კვების ყიდვას კი ვერ ახერხებს.
7 წევრიანი ოჯახი, სიცოცხლისთვის შეუსაბამო გარემოში ქირით ცხოვრობს. საცხოვრებელი იმდენად ძველი და ამორტიზებულია, რომ წვიმის დროს წყალი ჩამოსდით. სახლში მორიელები და მღრღნელებია. ხათუნა გვიყვება, რომ საცხოვრებელს ხშირად იცლის, რადგან ბინის მესაკუთრეებს ფართის გაცემა ისეთ ოჯახზე, სადაც ბევრი ბავშვია, არ სურთ.
ბავშვებისთვის ტანსაცმლის ყიდვასაც კი, ვერ ახერხებს. რის გამოც, ხშირად, ბაშვებს საგაკვეთილო პროცესის გაცდენა უწევთ.
ხათუნა გვიყვება, რომ ბავშვებს, ხშრად, სამედიცინო, მათ შორის სტომატოლოგური მომსახურეობა ესაჭიროებათ, თუმცა, ამის სახსრებიც არ გააჩნია.
მარხტოხელა დედამ, დახმარების თხოვნით, ბათუმის მერიასა და აჭარის მთავრობას არაერთხელ მიმართა. პასუხი ყოველ ჯერზე უარყოფითი მიიღო. ახლა, 29 წლის ქალი, 6 მცირეწლოვანით, კეთილი ადამიანების დახმარების იმედადაა. მსურველებს მისი ნახვა, ბათუმში, ბარათაშვილის 55 ნომერში შეგიძლიათ










