დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე Covid 19-ის პანდემიის მეხუთე ტალღას პროგნოზირებს და ამბობს, რომ მისი გადატანა მსუბუქ ფორმებში მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ საზოგადოება დაიცავს პირბადის ტარების რეკომენდაციას და აცრების მაჩვენებელი იქნება მაღალი.
“სამი დღეა იკლებს აცრების მაჩვენებელი, რაც ძალიან ცუდია. სამწუხაროდ არ უმჯობესდება – 47-ზე იყო ასული, ახლა 43-ზეა ბოლო მონაცემებით პირბადის ტარების მაჩვენებელი. აი ეს უკვე საშიში ტენდენცია შეიძლება გაჩნდეს და თუ ჩვენ ვერ ავწიეთ პირბადის მაჩვენებელი, თუ ვერ ავწიეთ აცრების მაჩვენებელი, სამწუხაროდ, ამ მაღალ ციფრებზე ისევ დავრჩებით.
მეხუთე ტალღა იქნება შედარებით მსუბუქი, იოლი იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ გვექნა აცრების მაღალი მაჩვენებელი, სექტემბერ-ოქტომბერში ავცრით სულ მცირე 600-700-800 ათას ადამიანს“, – განაცხადა