სამთავისის მონასტერში, რომელიც კასპის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, კოვიდინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებულია კასპისა და სამთავისის მიტროპოლიტი, ასევე კოროდავირუსი დაუდასტურდათ სასულიერო პირებს, მონაზვნებსა და მრევლს.
ყველა მათგანი რამდენიმე დღის წინ მოსალოცად იყო წასული, საიდანაც, სავარაუდოდ, გავრცელდა ვირუსი.
ამ დროისათვის დაკეტილია სამთავისის მონასტერი, სასულიერო პირების ნაწილი კი მკურნალობას კლინიკაში გადის.
გარდა მონასტრისა, რაიონში დაიკეტა სასწავლო დაწესებულებები – სკოლასა და ბაღში ინფიცირების გამოვლენის გამო, სწავლის პროცესი დისტანციურ რეჟიმში გრძელდება.