LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
„სამართლიანმა არჩევნებმა“ პოლიტიკური მიზნით მოქმედი ცრუ მედია გვერდები გამოავლინა

„სამართლიანმა არჩევნებმა“ პოლიტიკური მიზნით მოქმედი ცრუ მედია გვერდები გამოავლინა

დაპოსტა 2020/04/30-ში
A A
82
ნახვა
გაზიარება

„სამართლიანი არჩევნები“ პოლიტიკური მიზნით მოქმედი კოორდინირებული ცრუ მედია გვერდების ქსელის შესახებ კვლევის შედეგებს აქვეყნებს.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, „სამართლიანმა არჩევნებმა“ „ფეისბუქზე“ საეჭვო კოორდინირიებული ცრუ მედიის გვერდების ქსელი აღმოაჩინა, რომლებიც კორონავირუსის კრიზისის პირობებში პროსახელისუფლებო გზავნილების გარდა, ოპოზიციურ პარტიებთან, ლიდერებთან, ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ საჯარო პირებთან და მედიასთან დაკავშირებით დისკრედიტაციულ გზავნილებს ავრცელებენ.

მათივე ინფორმაციით, კვლევის შედეგად ჯამში გამოვლინდა: ცრუ მედიის 14 „ფეისბუქ“ გვერდი , 35 „ფეისბუქ“ ჯგუფი, 15 პერსონალური ანგარიში და 50 ყალბი „ფეისბუქ“ გვერდი.

„სამართლიანი არჩევნები“ მიუთითებს, რომ ყალბი გვერდების ნაწილის ლოგო, დიზაინი და დასახელება, რეალური მედია-საშუალებების მსგავსია.

„მაგალითად ერთ-ერთი მათგანის სახელია „Interpressnet“, ხოლო ლოგოზე გამოხატულია აბრევიატურა – „IPN“. ამ ცრუ მედიის ლოგოს დიზანი და გვერდის სახელწოდება წარმოადგენს რეალური მედია საშუალების „ინტერპრესნიუსის“ კოპირებას და სავარაუდოდ, მიზნად ისახავს „ფეისბუქ“ მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას,“ – აღნიშნულია არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

„სამართლიანი არჩევნების“ ინფორმაციით, გამოვლენილი 14 კოორდინირებული ცრუ მედიის გვერდიდან 11 ერთსა და იმავე დღეს, 2019 წლის 27 მაისს შეიქმნა. 22 ივნისს მოცემულ გვერდებს კიდევ ერთი, ხოლო 25 ივნისს ორი გვერდი შეემატა. ამ ცრუ მედიების „ფეისბუქ“ გვერდების დასახელებების ინგლისურ-ქართული ხელწერა და ლოგოების დიზაინი მსგავსია.

„ცრუ მედიის 14 „ფეისბუქ“ გვერდი ერთი ტაქტიკით მოქმედებს, რაც მათ კოორდინირებაზე მიუთითებს. გვერდების უმეტესობა შექმნილია ერთსა და იმავე დღეს, 2019 წლის 27 მაისს. „ფეისბუქ“ გვერდების პარალელურად მოქმედებს მათი 14 ვებ-გვერდი და ამდენივე „იუთუბ“ არხი, რომლებიც ასევე დროის ერთსა და იმავე მონაკვეთშია შექმნილი. ცრუ მედიების სახელწოდებები, „ფეისბუქ“ გვერდების დიზაინი და ვებ-საიტების ვიზუალი მიზნად ისახავს მომხმარებელს თავი რეალურ მედიასაშუალებებად მოაჩვენოს.

ცრუ მედიის გვერდების სტატიების ნაწილი შერჩევითად ვრცელდება მრავალათასიანი გამომწერების მქონე „ფეისბუქ“ ჯგუფებში და ამ გზით აღწევს „ფეისბუქის“ მომხმარებლების ფართო აუდიტორიამდე. „სამართლიანი არჩევნების“ მიერ იდენტიფიცირებულ 35 ჯგუფში სადაც ცრუ მედიის მასალები ორგანიზებულად ვრცელდება, ჯამურად თითქმის 5 მილიონი წევრია გაერთიანებული.

რიგი ცრუ მედიის გვერდების პოსტების გასავრცელებლად ინტენსიურად გამოიყენება პერსონალური ანგარიშები, რომლებიც დროის მოკლე მონაკვეთში ცრუ მედიების გვერდებზე განთავსებულ პოსტებს სხვადასხვა „ფეისბუქ“ ჯგუფებში აზიარებენ. ISFED-ის მიერ იდენტიფიცირებული ერთ-ერთი ასეთი ანგარიში აშშ-ის გარდაცვლილ მოქალაქეს ეკუთვნოდა, რომელიც სავარაუდოდ საქართველოდან მიითვისეს და 14 მარტიდან 13 აპრილის ჩათვლით ცრუ მედიების გვერდების პოსტების გასავრცელებლად და მრავალათასიან ჯგუფებში ინტერაქციის პროვოცირებისთვის გამოიყენებოდა.

აღსანიშნავია, რომ ცრუ მედიის გვერდების პოსტების კომენტარებში შეინიშნება 50 ყალბი „ფეისბუქ“ გვერდი. ეს გვერდები თითქოს სხვადასხვა ადამიანების სახელით პოზიციონირებენ, თუმცა ყველა მათგანი შექმნილია არა პერსონალური ანგარიშის, არამედ „ფეისბუქ“ გვერდის სახით. მათ სტანდარტული „ფეისბუქ“ გვერდებისთვის დამახასიათებელი ქცევა არ ახასიათებთ და ცრუ მედიის გვერდებზე მასობრივი კომენტარების განთავსების მიზნით აქტიურობენ,“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

ორგანიზაციის კვლევის შედეგების თანახმად, ცრუ მედია სააგენტოების „ფეისბუქ“ გვერდებია: PressNet • პრესნეტი, Cxeli Ambebi • ცხელი ამბები, ხელოვნება • Xelovneba, Cnobis Furceli • ცნობის ფურცელი, Ikitxe • იკითხე, Siaxleebi • სიახლეები, 7 Dge • 7 დღე, Tiflisi 24 • ტიფლისი 24, Interpressnet • ინტერპრესნეტი, Fakt Press • ფაქტ პრესი, Georgia DailyTbilisi Today • თბილისი დღეს, Tbilisi Info • თბილისი ინფო, Mtavari Ambebi • მთავარი ამბები.

გაზიარება37

დაკავშირებული -პოსტები

დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის თანამედროვე სარეაბილიტაციო ცენტრი შეიქმნებ

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად 1 000 000 ლარი შეგროვდა
მთავარი

კახა კალაძის ინფორმაციით, დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის თანამედროვე სარეაბილიტაციო ცენტრი შეიქმნება. კალაძის მტკიცებით, თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, გლდანის რაიონში გამოიყოფა 1650 კვ.მ მიწის ნაკვეთი, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის...

დაწვრილებითDetails

ნალექი და ქარი – ამინდი მკვეთრად იცვლება

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
მთავარი

საქართველოში ამინდი  შეიცვლება. უახლოეს დღეებში, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მოსალოდნელია როგორც ტემპერატურის ცვლილება, ისე ნალექიანი და ქარიანი ამინდი. მეტეოროლოგების პროგნოზით, ზოგიერთ რაიონში დღის განმავლობაში ტემპერატურა მოიმატებს, თუმცა მოგვიანებით ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი....

დაწვრილებითDetails

ქუთაისში, გორში, მარნეულსა და ამბროლაურში მოქალაქეები უფასო სამართლებრივი კონსულტაციების მიღებას შეძლებენ

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
საქართველოს მოსამართლეების ნაწილი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
მთავარი

ოქტომბრის განმავლობაში გორში, მარნეულში, ქუთაისსა და ამბროლაურში ადგილობრივ მოსახლეობას უფასო სამართლებრივი კონსულტაციების მიღება შეეძლება. კონლუტაციების ქალაქების მიხედვით ასეა გადანაწილებული: გორი 2 ოქტომბერი მარნეული 9 ოქტომბერი ამბროლუარი 16 ოქტომბერი ქუთაისი 23...

დაწვრილებითDetails

ქარელში მანქანა 4 წლის ბავშვს დაეჯახა

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
თბილისში 18 წლის ახალგაზრდა სავარაუდოდ გაზის გაჟონვას ემსხვერპლა
მთავარი

ქარელში მანქანა 4 წლის ბავშვს დაეჯახა - ინფორმაციას “ქართლის ამბები“ ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევა გუშინ, 15 სექტემბერს მოხდა. ბავშვი ქარელის საავადმყოფოში გადაიყვანეს. შსს-ს ცნობით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს....

დაწვრილებითDetails

გორში 9 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების ნაწილში 112-ს ვეღარ იძახებენ
მთავარი

გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ტირძნისში 9 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა - ინფორმაციას “ქართლის ამბები“ ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევა გუშინ მოხდა. “ბავშვი 9 წლისაა, გზაზე გადადიოდა, სახლისკენ მიდიოდა. ჯერ გორმედის კლინიკაში...

დაწვრილებითDetails

სკოლის მოსწავლეს მანქანა დაეჯახა

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
“მეზობლებს ხშირად ესმოდათ კივილისა და ბავშვის ტირილის ხმა…” – დააკავეს ქალი, რომელმაც 6 წლის შვილს თავი მოკვეთა (უცხოეთი)
მთავარი

რუსთავში სკოლის მოსწავლეს მანქანა დაეჯახა - ინფორმაციას ადგილობრივი მედია "ინფო რუსთავი" ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, არასრულწლოვანი მეგობრობის გამზირზე, მეგობართან ერთად ზებრა გადასასვლელზე გადადიოდა, რა დროსაც მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. მოზარდი სასწრაფო დახმარების...

დაწვრილებითDetails

16 სექტემბრის ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
სამი დღის განმავლობაში ტემპერატურა 16 გრადუსამდე მოიმატებს
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 16 სექტემბერს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება ამიერკავკასიის ჩრდილოეთიდან ცივი და სამხრეთიდან ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. საქართველოს უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და...

დაწვრილებითDetails

მადლობა მათ, ვინც მარტო არ დამტოვა საშინელი უსამართლობის და ბოროტების წინაშე – მაია კოხტაშვილი

by მეგა TV
სექტემბერი 15, 2026
0
50 000 საპატიმრო გირაო შეუფარდეს ექიმს, რომელიც მოქალაქის ბებიისთვის გამოწერილი რეცეპტის გამო დააკავეს
მთავარი

ახმეტელი ექიმი მაია კოხტაშვილი საზოგადოებას მადლობას უხდის. “მადლობა მათ, ვინც მარტო არ დამტოვა საშინელი უსამართლობის და ბოროტების წინაშე”, – ამბობს ექიმი. “მადლობა საქართველო! მადლობა ჩემო ძვირფასო ახმეტელებო, ჩემო გატანჯულო პაციენტებო...

დაწვრილებითDetails

“ჩემი ფანჯრების წინ, ორი პატარა გოგო დაიჭირეს…მთელი პოლიცია აქაა” – რას წერს გიორგი ახობაძე

by მეგა TV
სექტემბერი 15, 2026
0
“ჩემი ფანჯრების წინ, ორი პატარა გოგო დაიჭირეს…მთელი პოლიცია აქაა” – რას წერს გიორგი ახობაძე
მთავარი

საბურთალოზე ორი გოგო სავარაუდოდ, ნარკოტიკების მისამართებზე დადების გამო დააკავეს - ინფორმაციას სოციალურ ქსელში აქტივისტი გიორგი ახობაძე ავრცელებს. როგორც ახობაძე წერს, საგამოძიებო მოქმედებები ამ წუთებში მისი სახლის წინ ხდება - აქტივისტის...

დაწვრილებითDetails

მხიარულება გლოვად და უბედურებად იქცა – ცნობილია ტრაგიკულად დაღუპული მეგობრების ვინაობა

by მეგა TV
სექტემბერი 15, 2026
0
მხიარულება გლოვად და უბედურებად იქცა – ცნობილია ტრაგიკულად დაღუპული მეგობრების ვინაობა
მთავარი

13 სექტემბერს, საღამოს, მცხეთის მუნიციპალიტეტში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ახალგაზრდა გოგონას სიცოცხლე ემსხვერპლა. მანქანაში მყოფი სამი ადამიანი კი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და თხრილში ჩავარდა. ავარიის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"