LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
გიორგი გახარია, გიორგი კვირიკაშვილი და ვახტანგ გომელაური „მეჩალიჩებოდნენ“, პატრიარქი გადავაყენოთო – მეუფე იაკობი

სამაგიეროს არავის გადავუხდი, მაგრამ არიან ადამიანები…. – მეუფე იაკობი

დაპოსტა 2021/04/07-ში
A A
815
ნახვა
გაზიარება

სამაგიეროს არავის გადავუხდი, მაგრამ არიან ადამიანები, რომ ვკვდებოდე და წვეთი წყალი გადამარჩენდეს, იცოდეთ, მათგან არ მივიღებ,-ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას საქართველოს საპატრიარქოში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.

მეუფე იაკობის თქმით, წლებია, რაც ეკლესიის, პატრიარქის წინააღმდეგ ბრძოლა მიმდინარეობს.

„სამაგიეროს არავის გადავუხდი, მაგრამ არიან ადამიანები, რომ ვკვდებოდე და წვეთი წყალი გადამარჩენდეს, იცოდეთ, მათგან არ მივიღებ. შურს არავისზე ვიძიებ, მაგრამ ესენი თუ არ გაჩერდებიან, მათსავით ჭორიკანა არ ვარ, არაფერს წამოვაძახებ. არ უნდა იკადრო ამბის გარეთ გატანა, წლები თუ რაღაცას მალავდი ადამიანი. მინდა ამ ადამიანებმა, ვინც მათი მამოძრავებელი ძალაა, თავიანთ თავში ისევ აღმოაჩინონ ადამიანი, კეთილი თვისებები, მარხვის პერიოდია, შეინანონ და სხვა ადამიანებიც დაიცვან ცოდვისგან, ეს აუცილებელია“,-აღნიშნა მეუფე იაკობმა.

მისი თქმით, პატრიარქს არც ერთი ადამიანი ცოდვისთვის არ ემეტება.

„უწმინდესს ებრალება ადამიანი, ცოდვისთვის არ ემეტება, რადგან იცის, რა ხდება ჯოჯოხეთში და რა ხდება სასუფეველში. როდესაც უკვე ვუყურებთ, მარტო კაცის მაგინებელი აღარ არიან, დაფიქრდნენ, იქნებ ქვეყნის მოღალატე ხდებიან. ასე როგორ უნდა გამოაყენებინო თავი? ჩვენ რა, არ ვიცით ამის უკან ვინ დგას? მერე გამოვლენ და ჩემზეც იტყვიან, მაგას რა ალაპარაკებს, როგორ ცუდად მოიქცაო. გახსოვთ ჩემი საქციელი, სადაც გამოვედი და არაფხიზელ მდგომარეობაში მოვიქეცი ისე, როგორც არაქრისტიანიც არ უნდა საუბრობდეს. ფხიზელს ალბათ შემეძლო თავი შემეკავებინა. წლებია, რაც ეკლესიის, პატრიარქის წინააღმდეგ მიდის ბრძოლა. რა საკითხზეც ვიყავი გაბრაზებული ყველამ იცით. მე მოვინანიე მხოლოდ და მხოლოდ ჩემი საქციელი, რა სიტყვებსაც ვამბობდი და როგორ. მე არავისთვის სამაგიეროს გადამხდელი ადამიანი არ ვარ. ღმერთს ვევედრები, რომ შური არ იძიოს. ადამიანები ვართ, მაშინ გაბრაზებულიც ვიყავი იმიტომ, რომ რამდენი ხანი ვუყურებდი ამ ყოველივეს“,- აღნიშნა მეუფე იაკობმა.

მისი თქმით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, ილია მეორე ძალიან მოწყალეა და მას განსაკუთრებული წვლილი აქვს თითოეულ ადამიანზე.

“უწმინდესი ძალიან მოწყალეა. ის მოწყალებით ჩვენს უფალს, იესო ქრისტეს ჰგავს. მამაა ჩვენი, განსაკუთრებული ღვაწლი აქვს თითოეულ ჩვენგანზე, მისი შვილები ვართ“,-აღნიშნა მეუფე იაკობმა.

გაზიარება326

დაკავშირებული -პოსტები

ცნობილია გონიოში ტრაგიკულად დაღუპული ბიჭის ვინაობა

by მეგა TV
აგვისტო 1, 2026
0
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

გონიოში ავტოსაგზაო შემთხვევას ბესო მიქელაძე ემსხვერპლა.   ,,როგორ დამენანე ბესო ძალიან მეწყინა შენი ამბავი უფალმა ნათელში ამყოფოს შენ სული გითანაგრძნობთ ამ დიდ ტკივილს" ,,ვაიმე ეს რა უბედურება დაატყდათ თავს, ამ...

დაწვრილებითDetails

ამ ღი­მი­ლის გამო, დე?! – რას წერს მოკლული ბიჭის დედა

by მეგა TV
აგვისტო 1, 2026
0
სკოლა ამ წელს დაასრულა, ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა, 1 აგვისტოს 18 წლის გახდებოდა… – რას წერენ მოკლულ არასრულწლოვანზე
მთავარი

ვე­რა­ზე მოკ­ლუ­ლი ახალ­გაზ­რდა, ნიკა ღუ­ნაშ­ვი­ლი დღეს 18 წლის გახ­დე­ბო­და. მისი დედა, თა­თია ჩირ­გა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს და წერს: "პირ­ვე­ლი და­ბა­დე­ბის დღე უშე­ნოდ, დე... ამ ღი­მი­ლის გამო, დე?! 18 წელი,...

დაწვრილებითDetails

გონიოში ავტომობილის საბარგულიდან მამაკაცი გადავარდა და გარდაიცვალა

by მეგა TV
აგვისტო 1, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

გონიოში ცენტრალურ საავტომობილო გზაზე 40 წლის მამაკაცი მსუბუქი ავტომობილის საბარგული ნაწილიდან ჩავარდა და გარდაიცვალა.   არსებული ინფორმაციით, მამაკაცი საბარგულში იჯდა, მიღებული დაზიანებების შედეგად კი ადგილზე გარდაიცვალა.   შემთხვევის ადგილზე შინაგან...

დაწვრილებითDetails

სამტრედიაში ახალგაზრდა პოლიციელს გლოვობენ

by მეგა TV
აგვისტო 1, 2026
0
სამტრედიაში ახალგაზრდა პოლიციელს გლოვობენ
მთავარი

სამტრედიაში ახალგაზრდა პოლიციელს გლოვობენ. გარდაიცვალილია გოჩა არველაძე. სამწუხარო ინფორმაციას სამტრედიის ოფიციალური ჯგუფუ ავრცელებს. ,,სამტრედიელების ოფიციალური ჯგუფის ადმინისტრაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს , გოჩა არველაძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს,...

დაწვრილებითDetails

პენსიონერებს უკავშირდებოდა და კომუნალურ შეღავათებთან დაკავშირებით მათ პირად მონაცემებს უკანონოდ ეუფლებოდა – დაკავებულია 1 პირი

by მეგა TV
აგვისტო 1, 2026
0
დიდხანს ვერ ამოვა თვალებიდან – რას წერს ტრაგიკულად დაღუპული გოგონას ახლობელი
მთავარი

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ...

დაწვრილებითDetails

პირველი აგვისტოს ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 1, 2026
0
სამი დღის განმავლობაში ტემპერატურა 16 გრადუსამდე მოიმატებს
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში - ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ცვალებადი მიმართულების ქარი 9-14მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +17, +22°, დღისით +28,...

დაწვრილებითDetails

სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა სრულად უფასო არ იქნება – დადგენილება

by მეგა TV
ივლისი 31, 2026
0
2026 წლიდან სტუდენტების საგრანტო დაფინანსების მოდელი უქმდება
მთავარი

საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფინანსების წესი და პირობები მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა. ცნობილია, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში იმოქმედებს: ა) საბაზო დაფინანსება; ბ) სახელმწიფო დაკვეთის _ შესრულებაზე დაფუძნებული დაფინანსება, ეს...

დაწვრილებითDetails

რა შემთხვევაში გადაუვადდებათ პროფესიული სასწავლებლის სტუდენტებს სამხედრო სამსახური

by მეგა TV
ივლისი 31, 2026
0
ახლობლები იყვნენ – რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი იმერეთში ტრაგიკულად დაღუპული სამხედროების შესახებ
მთავარი

პროფესიულ სასწავლებელში ჩაბარება ვაჟებს სამხედრო სავალდებულო სამსახურისგან არ ათავისუფლებს, თუმცა კანონმდებლობა მათთვის სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების შესაძლებლობას ითვალისწინებს. ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია საქართველოს კანონში "სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ"...

დაწვრილებითDetails

მთავრობა დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის იტალიური წარმოების მედიკამენტს “ჯივინოსტატს“ შეიძენს

by მეგა TV
ივლისი 31, 2026
0
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ
მთავარი

მოლაპარაკებები დასრულებულია, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტ „ჯივინოსტატის“ შეძენის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. მისი თქმით, საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც ამ მედიკამენტს შეიძენს და...

დაწვრილებითDetails

“ჟუჩოკებით” სავსე ქვეყანა! ამ წუთებში ჩემი ბიძაშვილის სახლში იპოვეს – რას წერს ჟურნალისტი გიორგი ახალკაცი

by მეგა TV
ივლისი 31, 2026
0
“ჟუჩოკებით” სავსე ქვეყანა! ამ წუთებში ჩემი ბიძაშვილის სახლში იპოვეს – რას წერს ჟურნალისტი გიორგი ახალკაცი
მთავარი

"ჟუჩოკებით” სავსე ქვეყანა! ამ წუთებში ჩემი ბიძაშვილის სახლში იპოვეს გამოძახებულია პოლიცია! ველოდებით “ჟუჩოკის” ჩამდები პოლიციელების იდენტიფიცირებას!"  - დაწერა გვიან ღამით სოციალურ ქსელში ჟურნალისტმა გიორგი ახალკაცმა  „მოსასმენი აპარატის აღმოჩენამდე ბინაში პოლიცია...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"