“სალომე ჯაში ბერლინის ხელოვნების აკადემიის ჯილდოს მფლობელია. Akademie der Künste
ბერლინის ხელოვნების აკადემია ყოველწლიურად გასცემს პრიზებს და სტიპენდიებს განსაკუთრებული შემოქმედებითი მიღწევებისთვის და ხელოვანების მხარდაჭერისა და განვითარებისათვის ექვს კატეგორიაში: ვიზუალური ხელოვნება, არქიტექტურა, მუსიკა, ლიტერატურა, სასცენო ხელოვნება და კინო და მედია ხელოვნება. სწორედ კინოსა და მედია ხელოვნების ჯილდო გადაეცა ქართველ კინოდოკუმენტალისტს, რომელიც ასევე არის საქართველოს დოკუმენტური ასოციაცია ‘დოკას’ DOCA · Documentary Association Georgia თავჯდომარე და ასევე საქართველოს კინოინსტიტუტის კინემატოგრაფისტთა საბჭოს წევრი. სალომე ჯაში არის რეჟისორი საერთაშორისო კინოსცენაზე აღიარებული ფილმებისა, როგორებიცაა, “მოთვინიერება”, Taming the Garden “დაისის მიზიდულობა”, “ბახმარო” და სხვა.
დაჯილდოვების ცერემონია გაიმართება 18 მარტს ბერლინში” – წერს GFI – Georgian Film Institute სოციალურ ქსელში
ქუთაისის მე-5 ბაგა-ბაღი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
ქუთაისის მე-5 ბაგა-ბაღი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. გარდაიცვალა მანანა ტურფა ნებულიშვილი. "#5 ფილიალის თანამშრომლები ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი ძვირფასი კოლეგისა და მეგობრი მანანა ტურფა ნებულიშვილის გარდაცვალების გამო შეუძლებელია სიტყვებით იმ დიდი...










