წარსულში მე თვითონაც მოვიხსენიე ბიძინა ივანიშვილი ორლიგარქად, ის რუსეთში გამდიდრდა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა LA FIGARO – სთვის მიცემულ ინტერვიუში დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
“საქართველოში ის დღეს ფილანტროპიულ საქმიანობასა და მეცენატობას ეწევა, მაგრამ ფულს არ აკეთებს, იმიტომ, რომ საქართველოში არ არის ისეთი გარემოებები, რომ მილიარდერი ან მილიონერი გახდე. რამდენად მნიშვნელოვანია ეს ადამიანი პოლიტიკურად? დიახ, ის მნიშვნელოვანია. ივანიშვილმა მოახერხა ხელისუფლებაში მოსულიყო და გაეერთიანებინა ოპოზიცია, რომლის რაოდენობაც იზრდებოდა. მან ეს ნამდვილად იმიტომ მოახერხა, რომ ფული ჰქონდა. ის დღესაც არის უმრავლესობის პარტიის სათავეში და შესაბამისად, გავლენაც აქვს”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ინტერვიუს ქართული თარგმანი პრეზიდენტის საიტზე გამოქვეყნდა.