საქართველოს პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილსა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის ცოტა ხნის წინ სატელეფონო საუბარი შედგა. ადმინისტრაციის განცხადებით, ზურაბიშვილმა შეშფოთება გამოხატა რუსეთ-უკრაინის საზღვარსა და ყირიმში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით და უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სალომე ზურაბიშვილი უკრაინაში ვიზიტით ჩავა. თარიღი, თუ როდის გაემგზავრება პრეზიდენტში უკრაინაში ჯერ უცნობია.