„ენით აღუწერელი ტრაგედია ტრიალებს“ – სამტრედიაში 21 წლის დავით კიკვაძეს გლოვობენ – ინფორმაციას “მთავარი ამბები” ავრცელებს.
ტრაგედია გუშინ, სამტრედიაში მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ეზოში რკინის კონსტრუქციის მონტაჟი მიმდინარეობდა. სავარაუდოდ, მიწამ დატვირთვას ვერ გაუძლო, რის შედეგადაც კონსტრუქცია ჩამოიშალა და 21 წლის დავით კიკვაძეს დაეცა. ახალგაზრდა სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მიღებული მძიმე დაზიანებების გამო მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
„ენით აღუწერელი ტრაგედია ტრიალებს… 21 წლის ვაჟკაცი დავკარგეთ. სიტყვები უძლურია ასეთი ტკივილის წინაშე,“ – ამბობს „მთავარი ამბების“ წყარო.
მომხდარის დეტალები ჯერ კიდევ გუშინ ვიცოდით, თუმცა შეგნებულად არ გავასაჯაროეთ, რადგან გარდაცვლილის დედა ემიგრაციაში იმყოფებოდა და ველოდებოდით, რომ ოჯახისთვის ეს უმძიმესი ამბავი ეცნობებინათ.
ვუსამძიმრებთ დავით კიკვაძის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს ამ უმძიმესი დანაკლისის გამო.
16 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი აქტიური დღე გელით. შესაძლოა, სწრაფად მოგიწიოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება. ფინანსურ საკითხებში მოერიდეთ იმპულსურ ნაბიჯებს. პირად ურთიერთობებში გულწრფელი საუბარი ბევრ გაუგებრობას მოაგვარებს. კურო ყურადღება სამუშაოსა და პრაქტიკულ...










