LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
სამი დღის განმავლობაში ტემპერატურა 16 გრადუსამდე მოიმატებს

24 ივლისის ამინდის პროგნოზი

დაპოსტა 2026/07/24-ში
A A
0
ნახვა
გაზიარება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს ამინდი განპირობებული იქნება სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია ძლიერი და სეტყვა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ზომიერი ქარი.

დასავლეთ საქართველოში – ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ღამით ზოგან ძლიერი. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +17, +22°, დღისით +25, +30°; მთაში ღამით +13, +18°, დღისით +24, +29°; მაღალ მთაში ღამით +8, +13°, დღისით +23, +28°.

აღმოსავლეთ საქართველოში – ღამით უმეტეს, დღისით ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ღამით ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ, ელჭექის დროს შესაძლებელია ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +15, +20°, დღისით +29, +34°; მთაში ღამით +14, +16°, დღისით +25, +30°; მაღალ მთაში ღამით +7, +12°, დღისით +19, +24°.

თბილისში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ, ელჭექის დროს შესაძლებელია ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +33°, ღამით +21.

სოხუმი – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხან. წვიმა ელჭ. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +27, ღამით +21°.

გაგრა – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხან. წვიმა ელჭ. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +28, ღამით +20°.

ოჩამჩირე – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხან. წვიმა ელჭ. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +29, ღამით +21°.

ბათუმი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +28, ღამით +21°.

ქობულეთი– დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +29, ღამით +21°.

ფოთი – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +28, ღამით +22°.

ხულო – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხან. წვიმა ელჭ. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +28, ღამით +16°.

ზუგდიდი – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხან. წვიმა ელჭ. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +30°, ღამით +20°.

ქუთაისი – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხან. წვიმა ელჭ. ცვალებადი მიმართულების ქარი 9-14მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +30, ღამით +21°.

ჭიათურა – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხან. წვიმა ელჭ. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +29, ღამით +18°.

ამბროლაური– დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხან. წვიმა ელჭ. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +29, ღამით +17°.

ცაგერი– დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხან. წვიმა ელჭ. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +28, ღამით +17°

ონი– დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხან. წვიმა ელჭ. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +26, ღამით +16°

მესტია– დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხან. წვიმა ელჭ. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +28, ღამით +11°

გორი– დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხან. წვიმა ელჭ. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +32, ღამით +19°

ახალგორი– დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხან. წვიმა ელჭ. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +31, ღამით +18°

ჯავა– დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხან. წვიმა ელჭ. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ.ჰაერის ტემპერატურა: დღისით +30, ღამით+17°.

ცხინვალი – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხან. წვიმა ელჭ. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +31, ღამით +18°.

სტეფანწმინდა– დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხან. წვიმა ელჭ. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +21, ღამით +15°.

გუდაური– დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხან. წვიმა ელჭ. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +19, ღამით +9°.

თიანეთი – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხან. წვიმა ელჭ. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +26, ღამით +16°.

ახალციხე– დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხან. წვიმა ელჭ. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +30, ღამით+15°.

ბორჯომი– დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხან. წვიმა ელჭ. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +23, ღამით +17°.

ბაკურიანი – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხან. წვიმა ელჭ. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +23, ღამით +9°.

თელავი – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ, ელჭექის დროს შესაძლებელია ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +30, ღამით +20°.

ყვარელი – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ, ელჭექის დროს შესაძლებელია ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +31, ღამით +21°.

საგარეჯო– დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ, ელჭექის დროს შესაძლებელია ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +29, ღამით +20°.

სიღნაღი – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ცვალებადი მიმართულების ქარი 9-14მ/წმ, ელჭექის დროს შესაძლებელია ქარის გაძლიერება. ტემპერატურა: დღისით +31, ღამით +19°.

დედოფლისწყარო – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ცვალებადი მიმართულების ქარი10-15მ/წმ, ელჭექის დროს შესაძლებელია ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +30, ღამით +21°.

ლაგოდეხი – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ, ელჭექის დროს შესაძლებელია ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +31, ღამით +21°.

 

ამინდის პროგნოზიგარემოს ეროვნული სააგენტო

“საგადასახადო კოდექსშიც” არ გვაქვს მსგავსი კაბალური სანქცია…”- რა ხდება საპენსიო შენატანების გარშემო?

პენსია, საპენსიო

ელენე გოგბერაშვილი

24.07.26 08:20

•418

საპენსიო შენატანის ვალდებულების შეუსრულებლობისთვის დაკისრებული ჯარიმების მოცულობა წელს რეკორდულად გაიზარდა. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, მხოლოდ ივნისში კომპანიებს 2,1 მილიონი ლარის ჯარიმები დაეკისრა, 6 თვეში კი ბიზნესიდან ჯარიმის სახით ამოღებული თანხა 4,7 მილიონ ლარს აჭარბებს, რაც გასული წლის მაჩვენებელსაც [₾3,7 მილიონი] აღემატება.

საგადასახადო ექსპერტების განმარტებით, მთავარი პრობლემა საპენსიო სააგენტოსა და შემოსავლების სამსახურის სისტემებს შორის არსებული ტექნიკური აცდენაა. ხშირ შემთხვევაში, ბიზნესი დეკლარაციას სისტემის მიერ მითითებული ზუსტი თეთრებით ავსებს, თუმცა საპენსიო სააგენტოს ბაზაში მონაცემები სხვაგვარად აისახება.

“ლინოს” საგადასახადო ექსპერტის განმარტებით, სისტემა ავტომატურად, ადამიანური რესურსის ჩარევის გარეშე, აგენერირებს 500-ლარიან ჯარიმას, რომელიც ყოველ მომდევნო ვადაგადაცილებაზე ორმაგდება. პრობლემა განსაკუთრებით მძიმედ მცირე მეწარმეებს ეხებათ, რომლებსაც ხშირად არ ჰყავთ ბუღალტერი და ტექნიკური ხარვეზების შესახებ ინფორმაციას მხოლოდ მაშინ იგებენ, როცა მათ ანგარიშებს ყადაღა ედება.

 

“ საჯარიმო სანქციების დაკისრების ქვეშ მოქცეულია ის კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელები, რომლებიც ნამდვილად იხდიან საპენსიო შენატანებს, მაგრამ შეიძლება მოხდა ისე, რომ ერთი წუთით ან ორი წუთით გადააცილა სავადო პერიოდს და აღნიშნული თანხა, მაგალითად საპენსიო ბალანსზე დაჯდა არა 15 რიცხვში, რომელიც სავადო თარიღია, არამედ მაგალითად 16 რიცხვში, ან შეიძლება საერთოდაც რამდენიმე საათით გადააცილა ამ სავადო პერიოდს. ეს ერთი შემთხვევაა, როცა 500 ლარიანი ჯარიმა ეკისრება გადასახადის გადამხდელს.

მეორე არის სრულიად წარმოუდგენელი შემთხვევა – ერთთეთრიან და ორთეთრიან სხვაობაზე 500 ლარიანი ჯარიმის დაკისრება. აქ საუბარია არა იმაზე, რომ მე განზრახ ერთი თეთრით ან ორი თეთრით ნაკლები გადავრიცხე საპენსიოს საბანკო ანგარიშზე, არამედ აქ საუბარია სუფთად ტექნიკურ საკითხზე.

საპენსიო შენატანი დღეს დეკლარირდება საშემოსავლოს ყოველთვიურ დეკლარაციასთან ერთად და ეს ხდება შემოსავლების სამსახურის პირადი გვერდიდან. საპენსიო სააგენტოს გვერდი არის ცალკე, სადაც პირადი მონაცემებით უნდა შევიდეს გადასახადის გადამხდელი.

პირდაპირ საშემოსავლოს ყოველთვიური დეკლარაციის თავზე ხდება ჩანაწერი, რომ ჯამურად შენ გადასახდელი გაქვს საპენსიოს ანგარიშზე, მაგალითად 105 ლარი და 20 თეთრი. გადარიცხა გადასახადის გადამხდელმა 105 ლარი და 20 თეთრი, როგორც დაუწერა სისტემამ და ამ დროს გარკვეული პერიოდის შემდეგ უცბად აღმოაჩენს, რომ თურმე საჯარიმო სანქცია მოსვლია.

გადავა და ნახავს, რომ თურმე სისტემამ საპენსიოს გვერდზე 105 ლარი და 20 თეთრი კი არ წაიღო, არამედ მაგალითად 105 ლარი და 21 თეთრი. საპენსიოს დეკლარაცია ვერ ახდენს დახურვას, რაც იწვევს ამ 500 ლარიან ჯარიმას. ავტომატურად რაიმე შეტყობინება გადასახადის გადამხდელს არ მისდის ამის შესახებ, რომ შენ დაგერიცხა ჯარიმა და გთხოვთ იმოქმედოთ. მაშინვე მყისიერად არ მიდის ეს ინფორმაცია და ჩვეულებრივ გადასახადის გადამხდელი მომავალ თვეებშიც აგრძელებს ჩვეული რიტმით ყოველთვიური დეკლარაციის გაგზავნას და თითქოს იგივე ბალანსის შევსებას, რასაც უწერს დეკლარაცია. ამ დროს, რომ გადავა საპენსიოს გვერდზე, აღმოაჩენს, რომ იმ ერთი დაუხურავი დეკლარაციიდან გამომდინარე, აქეთა თვეების დეკლარაციაც ვერ დაიხურა იმ ტექნიკური მიზეზიდან გამომდინარე, რომ თავის დროზე ბალანსის ერთი-ორი თეთრი რომ დააკლდა. მერე უკვე სისტემამ საურავი წამოიღო.

თუ საგადასახადო კოდექსს გადავხედავთ, იქაც კი არ გვაქვს მსგავსი კაბალური დონის საჯარიმო სანქცია. თავიდანვე სისტემა არის არასწორად აწყობილი და 500 ლარიანი ჯარიმის დარიცხვა ხდება ავტომატურად. ანუ აქ არ ხდება ადამიანური რესურსის ჩარევით ჯარიმის გამოწერა. იმის მექანიზმიც არ არსებობს, რომ პირობითად თვითონ საპენსიო სააგენტომ მარტივად შეცვალოს ეს მიდგომა და მაგალითად სხვაგვარი სისტემა ჩამოაყალიბოს, რომ ყოველდღიურად გადასახადის გადამხდელები არ ჯარიმდებოდნენ არა უბრალოდ გადასახადის თავიდან არიდების მიზნით, არამედ უბრალოდ ტექნიკური პრობლემებიდან გამომდინარე”,-აცხადებს „ლინოს“ საგადასახადო ექსპერტი.

 

აუდიტორების განმარტებით, პრობლემა წინა პერიოდის დეკლარაციების დაზუსტებისას იჩენს თავს. მას შემდეგ, რაც საშემოსავლო და საპენსიო დეკლარაციები გაერთიანდა, დაზუსტების შემთხვევაში სისტემა გადამხდელს უჩვენებს მხოლოდ ძირითად დავალიანებას, თუმცა ავტომატურად არ თვლის დარიცხულ საურავს. შედეგად, ძირითად შენატანზე ჩნდება მცირედი დანაკლისი რაც საპენსიო სააგენტოს პროგრამული ალგორითმისთვის დარღვევაა. დავით პაპიაშვილის შეფასებით, განსაკუთრებით საგანგაშოა ის გარემოება, რომ ჯარიმა არა ერთჯერადად, არამედ ყოველ შემდგომ თვეზე იწერება. თუ გადამხდელმა დეკლარაცია 10 თვის წინ დააზუსტა, მცირე დანაკლისი ათივე თვეზე გადადის, რამაც შესაძლოა ჯამური ჯარიმა 5 000-დან 100 000 ლარამდეც კი გაზარდოს.

“დავუშვათ, დავაზუსტეთ დეკლარაცია 10 თვის წინ და 100 ლარით გაგვეზარდა საპენსიო შენატანის ოდენობა. რას აკეთებს ასეთ დროს გადამხდელი? გადამხდელი, ბუნებრივია, RS-ის პროგრამა რასაც უჩვენებს იხდის ამ 100 ლარს. სწორედ აქედან მოდის პრობლემების ძირითადი ნაწილი – პროგრამაში არსად არ არის დათვლილი საურავი. ის, რომ 10 თვის წინანდელი დეკლარაციის დაზუსტების შედეგად 100 ლარით იზრდება საპენსიო შენატანი, ნიშნავს, რომ საურავიც დაერიცხება მას. ეს ნიშნავს, რომ რამდენიმე ლარი ამ 100 ლარიდან შეიძლება წაიღოს საურავმა. რადგან პროგრამაში ამ საურავის დათვლა არ ხდება, გადამხდელები იხდიან მხოლოდ იმ ძირითად თანხას. შედეგად, ამ 100 ლარიდან რაღაც ნაწილი მიდის საურავის დასაფარად და ძირითად თანხას აკლდება. ყოველი თვის 15 რიცხვში კი, ერთი ლარიც რომ დააკლდეს შენატანს, ეს ითვლება დარღვევად და 500-ლარიანი ან 1000-ლარიანი ჯარიმები იწერება.

ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ იმის მაგივრად, რომ ერთხელ დააჯარიმონ, ყოველ შემდგომ თვეში ხდება ამ 1-2 ლარის გამინუსება და მთელ 10 თვეზე აჯარიმებენ. ადამიანს შეიძლება რამდენიმე ათეული ლარის გამო დაერიცხოს 5 000, 8 000 ან 100 000 ლარი ჯარიმა. პრობლემის სათავეა გაუმართავი სისტემა და ის, რომ საპენსიო სააგენტო ავტომატურად, პროგრამული ალგორითმით აჯარიმებს ხალხს”,-აცხადებს “კრესტონ ჯორჯიას” მმართველი პარტნიორი დავით პაპიაშვილი.

პრობლემის აღმოსაფხვრელად, სპეციალისტები რამდენიმე აუცილებელ ნაბიჯზე მიუთითებენ. მათ შორის მათ რეკომენდაციაა, RS.ge-ს სისტემას საურავის ავტომატური კალკულატორი დაემატოს, რათა გადამხდელმა ზუსტად იცოდეს, რა თანხაა საჭირო დავალიანების სრულად დასაფარად.

“პირველ რიგში უაღსრულებაზე კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელების ჯარიმების გადაცემა უნდა შეწყდეს, რომლებმაც მართლაც უბრალოდ ერთი საათი, ორი საათი დააგვიანეს და ამ ერთი საათის და ორი საათის დაგვიანებით ასახეს საპენსიო სააგენტოს საბანკო ანგარიშზე შენატანები. აუცილებლად უნდა მოხდეს თავად სისტემის სტრუქტურის ცვლილება. არ უნდა ხდებოდეს ავტომატურად დარიცხვა. კი ბატონო იყოს საურავი ზუსტად იმ კეთილსინდისიერი გადამხდელისთვის, ვინც დააგვიანა და ცოტა გვიან შეიტანა საპენსიო სააგენტოს ანგარიშზე. ყველაზე მთავარია საჯარიმო სანქციის ოდენობის შემცირება. წარმოუდგენელია ყველანაირი პირობების გათვალისწინებით 500 ლარი ჯარიმა იყოს.

უწყების მთავარი ამოსავალი წერტილი საჯარიმო სანქციების დაკისრება კი არ უნდა იყოს, უნდა იყოს სწორი კომუნიკაცია გადასახადის გადამხდელთან. იმ კეთილსინდისიერი გადამხდელებისთვის, რომლებიც უბრალოდ რაღაცა ტექნიკური მიზეზიდან გამომდინარე აგვიანებენ გადახდას, იყოს საურავი და არ იყოს ჯარიმა. ვინც საერთოდ არ იხდის, მათ მიმართ შესაძლებელია სხვა მიდგომა იყოს ჩამოყალიბებული”,-აცხადებს სალომე ოდიშარია.

დამსაქმებლის მიერ საპენსიო შენატანის ვალდებულების არაჯეროვან შესრულებაზე კონტროლი გასულ წელს გამკაცრდა. 2025 წლის 1 მაისიდან დამსაქმებელი დარღვევისთვის პირველ ჯერზე 500 ლარით ჯარიმდება, ხოლო განმეორების შემთხვევაში ჯარიმა ორმაგდება.

აღსანიშნია, რომ დამსაქმებლებს, რომლებსაც სისტემური თუ ტექნიკური ხარვეზების გამო საპენსიო შენატანებთან დაკავშირებით ჯარიმები დაერიცხათ, უკვე აქვთ შესაძლებლობა საპენსიო ფონდში გაასაჩივრონ. რამდენიმე კვირის წინ საპენსიო ფონდში სტრუქტურული ერთეული შეიქმნა, რომელიც დაკისრებული ჯარიმების შესახებ დამსაქმებელთა საჩივრებს განიხილავს. როგორც ფონდში განგვიცხადეს, ამ დროისთვის მათთან შესული საჩივრების რაოდენობა 3 000-მდეა.

📰 გააგრძელე კითხვა...
გაზიარება

დაკავშირებული -პოსტები

24 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
ივლისი 24, 2026
0
ნოემბრის თვის ყველაზე იღბლიანი დღეები ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
მთავარი

ვერძი დღე აქტიურობითა და ახალი შესაძლებლობებით იქნება სავსე. სამსახურში საინტერესო შეთავაზება ან ახალი იდეა შეიძლება გაჩნდეს. პირად ურთიერთობებში კი მოთმინება საუკეთესო შედეგს მოგიტანთ.   კურო ფინანსური საკითხების მოგვარებისთვის ხელსაყრელი დღეა....

დაწვრილებითDetails

ახალგაზრდა გოგო ტრაგიკულად დაიღუპა

by მეგა TV
ივლისი 24, 2026
0
ახალგაზრდა გოგო ტრაგიკულად დაიღუპა
მთავარი

თბილისში ახალგაზრდა გოგო ტრაგიკულად დაიღუპა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. როგორც „ფეისბუქ“ მომხმარებლები წერენ, ვერიკო ნოზაძე, მეცხრე სართულიდან გადავარდა.

დაწვრილებითDetails

ელექტროსისტემები განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
ივლისი 24, 2026
0
ხვალ, ვისთან გაითიშება დენი მთელი დღის განმავლობაში – გადაამოწმეთ მისამართები
მთავარი

ელექტოენერგიის მიწოდება მთელი ქვეყნის მასშტაბით უკვე აღდგენილია. ღამით, დენი მთელ საქართველოში ავარიულად გაითიშა დაახლოებით 00:10 წუთზე და აღდგენის პროცესი მალევე, ეტაპობრივად დაიწყო. "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ" განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ...

დაწვრილებითDetails

საქართველოს რამდენიმე რეგიონების, მათ შორის დედაქალაქს დენი არ მიეწოდება

by მეგა TV
ივლისი 24, 2026
0
მთავარი

საქართველოს ტერიტორიის გარკვეულ ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ამ დროისთვის, საქართველოს რამდენიმე ქალაქს, მათ შორის დედაქალაქს ელექტროენერგია არ მიეწოდება. სოციალურ ქსელში მოქალაქეები წერენ, რომ დენი არ მიეწოდება რუსთავსა და ბათუმსაც. "ფეისბუქის"...

დაწვრილებითDetails

იმერეთში 21 წლის ახალგაზრდა უბედურ შეთხვევას ემსხვერპლა

by მეგა TV
ივლისი 23, 2026
0
AMBULANCE – რატომ აწერიათ სასწრაფო დახმარების ავტომობილებს წარწერა უკუღმა?
მთავარი

იმერეთის ერთ-ერთ სოფელში უბედურ შემთხვევას 21 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ "მთავარი ამბები" ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საცხოვრებელ სახლში მიმდინარე სამუშაოების დროს კედელი ჩამოინგრა, რის შედეგადაც 21 წლის ახალგაზრდა დაშავდა...

დაწვრილებითDetails

დიუშენის პაციენტი 17 წლის საბა მაკარაშვილი გარდაიცვალ

by მეგა TV
ივლისი 23, 2026
0
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ
მთავარი

დიუშენის პაციენტი 17 წლის საბა მაკარაშვილი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია „ერთად ვებრძოლოთ დიუშენის კუნთოვან დისტროფიას“ ავრცელებს. „ორგანიზაცია „ერთად ვებრძოლოთ დიუშენის კუნთოვან დისტროფიას“ მწუხარებით იუწყება რომ გარდაიცვალა დიუშენის მებრძოლი პაციენტი...

დაწვრილებითDetails

“მისი გაუპატიურების ერთი ეპიზოდი, მამის საფლავზე მოხდა” – ნატა ვიბლიანის უმძიმესი საქმე

by მეგა TV
ივლისი 23, 2026
0
9 წლის ასაკიდან ნათესავი სექსუალურად ძალადობდა ჩემზე, ბრძანება გასცეს რომ ბავშვი უნდა მომკვდარიყო – რას ყვება ნატა ვიბლიანი
მთავარი

"ნატა ვიბლიანი  მამის საფლავზე გააუპატიურეს"- განცხადება ემიგრანტი ქალის გამოკითხვის შემდეგ, ადვოკატმა მარიამ ბარსონიძე გააკეთა. იურისტის თქმით, სასაფლაოს ეპიზოდში  ბაშიაჩუკ ჩხვიმიანი ფიგურირებს, რომელსაც ნატა ვიბლიანი სისტემურ გაუპატიურებასა და მუქარაში ადანაშაულებს. "მისი გაუპატიურების ერთი...

დაწვრილებითDetails

დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოქალაქეებს აფრთხილებს

by მეგა TV
ივლისი 23, 2026
0
თავის ტკივილი სიცხეში – სპეციალისტის განმარტება
მთავარი

ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს. ცენტრის ინფორმაციით, ზაფხულის პერიოდში მატულობს ნაწლავთა ინფექციები და საკვებით მოშხამვების რაოდენობა და სულ რამდენიმე წესის დაცვა აუცილებელია,...

დაწვრილებითDetails

ქუთაისელი ფრენბურთელები ქვეყნის ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ

by მეგა TV
ივლისი 23, 2026
0
ქუთაისელი ფრენბურთელები ქვეყნის ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ
მთავარი

ქუთაისმა ფრენბურთში საქართველოს ჩემპიონატის დასავლეთ საქართველოს ტურს უმასპინძლა, რომელშიც 2012–2014 წლებში დაბადებული გოგონები მონაწილეობდნენ.ტურნირში ერთმანეთს „ქუთაისის“, „აჭარის“, „ხონის“, „ამბროლაურისა“ და „წალენჯიხის“ გუნდები დაუპირისპირდნენ.„ქუთაისმა“ ყველა შეხვედრა დამაჯერებელი ანგარიშით - 2:0 მოიგო,...

დაწვრილებითDetails

სკოლა ამ წელს დაასრულა, ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა, 1 აგვისტოს 18 წლის გახდებოდა… – რას წერენ მოკლულ არასრულწლოვანზე

by მეგა TV
ივლისი 23, 2026
0
სკოლა ამ წელს დაასრულა, ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა, 1 აგვისტოს 18 წლის გახდებოდა… – რას წერენ მოკლულ არასრულწლოვანზე
მთავარი

22 ივლისს თბილისში, ხორავას ქუჩაზე, სროლის შედეგად არასრულწლოვანის გარდაცვალებას მაია კობახიძე, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში ეხმიანება: „ეს შემზარავი ამბავი არ უნდა მომხდარიყო! არ ვიცი, რა...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"