LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
საკმაოდ ბევრი ჯავშანი გაუქმდა – შალვა ალავერდაშვილი

საკმაოდ ბევრი ჯავშანი გაუქმდა – შალვა ალავერდაშვილი

დაპოსტა 2023/07/07-ში
A A
78
ნახვა
გაზიარება

„სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებლის, შალვა ალავერდაშვილის განცხადებით, თბილისში შარშანდელ წელთან შედარებით პირველ ექვს თვეში ADR-ი 10 %-ით არის შემცირებული, ხოლო დატვირთულობის კოეფიციენტი კი, პირველ ექვს თვეში, 15%-ით შემცირდა.

მისივე თქმით, რუსეთიდან ძირითადად მიგრანტების მატებაა და არა ტურისტების, რის გამოც, სასტუმროების სექტორში ეს თანხები არ აკუმულირდება.

„თბილისის მასშტაბით კვლევა სასტუმროებზე ჩავატარეთ, შარშანდელ წელთან შედარებით პირველ ექვს თვეში ADR-ი (სასტუმროების საშუალო ფასი ოთახზე) 10 %-ით არის შემცირებული, ხოლო დატვირთულობის კოეფიციენტი პირველ ექვს თვეში 15%-ით შემცირდა.

რაც შეეხება, კომპანიების მოგებას შარშანდელ წელთან შედარებით არის 18%-ით შემცირებული, ხოლო 2016, 2017 და 2018 წელთან შედარებით 70%-ით უკან ვართ. ამ ეტაპისთვის, სასტუმროების მოგება 70%-ით არის შემცირებული. კვლევა ჩატარდა საქართველოს საშუალო სეგმენტზე, ეს არის 3-4 ვარსკვლავიანი სასტუმროები, კვლევაში მონაწილეობა მიიღო 30 სასტუმრომ, ძირითადად, არაბრენდულმა სასტუმროებმა. ის რიცხვები, რაც პირველ კვარტალში სტატისტიკის მიერ არის გამოქვეყნებული აბსოლუტურად ჩვენთვის აბსურდულია, ასე ვთქვათ არაამქვეყნიურია. პირველი სამი თვის ციფრები, რაც გამოცხადებული იყო, აბსოლუტურად ჩვენთვის არარეალური იყო. სასტუმროების სექტორში ეს თანხები არ აკუმულირებულა და ჩვენი აზრით, ის მატება, რაც არის რუსეთიდან, ეს არის ძირითადად მიგრანტების მატება და არა ტურისტების მატება“, – განაცხადა შალვა ალავერდაშვილმა.

როგორც ალავერდაშვილმა აღნიშნა, გალფის ქვეყნებიდან ტურისტების ისეთი მაღალი ნაკადების შემოსვლა საქართველოში აღარ არის და არც მოთხოვნა, როგორც შარშან იყო.

„ზაფხული სეზონი გაიხსნა, აქაც მინდა ვთქვა, რომ მატება წინა წელთან შედარებით ნამდვილად არ იგრძნობა, ამ ფაქტს, ისიც დაემატა, რომ გალფის ქვეყნებიდან საკმაოდ ბევრი ადამიანი თურქეთში გადავიდა. პირდაპირ მინდა ვთქვა, რომ ჩვენ თურქეთს ვერანაირ კონკურენციას ვერ ვუწევთ და სამწუხაროდ, საკმაოდ ბევრი ტურისტი თურქეთში გადავიდა. მას შემდეგ, რაც გამოცხადდა, რომ რუსეთიდან ფრენები იხსნებოდა, მაგალითად, ბათუმში ფასები ამ განცხადების მერე 30-40%-ით, უცებ გაიზარდა. გალფის ქვეყნებიდან ისეთი მაღალი ნაკადების შემოსვლა აღარ არის და არც მოთხოვნა, როგორც შარშან იყო. რაც შეეხება ბალტიისპირეთის ქვეყნებს, შარშან ამ ქვეყნის წარმომადგენლები აქტიურად ჯავშნიდნენ სასტუმროებს ბათუმში და წელს, მას შემდეგ, რაც რამდენიმე ჯგუფი ჩამოვიდა და ნახეს, რომ აქ ძალიან ბევრი რუსია, არ ესიამოვნათ და საკმაოდ ბევრი ჯავშანი გაუქმდა. ამასთან, ისრაელიდან მატება გვაქვს.

ამ ეტაპისთვის, ძირითადი შემომსვლელები ისევ და ისევ გალფის ქვეყნების წარმომადგენლები არიან. ასევე, დაემატა უზბეკეთი, ყაზახეთი, ისრაელი და ტაილანდიც თანდათანობით უფრო აქტიურობს. ჩინეთიდანაც პატარა ჯგუფები გამოჩნდნენ. სტუმრების მიღება დუბაიდანაც ხდება“, – აღნიშნა ალავერდაშვილმა.

„სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებლის განმარტებით, ქვეყანაში სასტუმრო ოთახების რაოდენობა ძალიან გაიზარდა, რასაც ტურისტების რაოდენობა ვერ ეწევა.

„მინდა ვთქვა, რომ ქვეყანაში სასტუმრო ოთახების რაოდენობა ძალიან გაიზარდა, რასაც ტურისტების რაოდენობა ვერ ეწევა და ამ ტურისტების გადანაწილება ხდება უფრო მეტ სასტუმროებში. შესაბამისად, ამ გადანაწილების და კონკურენციის ხარჯზე ADR-ი შეიცვალა და ქვემოთ ჩამოვიდა. ევროპაში ADR -ი თითქმის 70-90% არის გაზრდილი, ჩვენთან, სამწუხაროდ, შემცირებულია. ქვეყანაში რამდენიმე სასტუმრო, ვგულისხმობ მაღალი დონის სასტუმროებს, პირიქით, ზრდა გვაქვს, ძირითადად ბრენდულ სასტუმროებში და სეგმენტაცია ძალიან დაიკლო. რამდენიმე სასტუმროს აქვს საკმაოდ დიდი ზრდა, ვიდრე შარშანდელ წელს იყოს, ეს არის მაღალი დონის 5 ვარსკვლავიანი სასტუმროები“, – განაცხადა შალვა ალავერდაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.

გაზიარება31

დაკავშირებული -პოსტები

27 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
სექტემბერი 27, 2026
0
შემოდგომის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
მთავარი

ვერძი ენერგიული დღეა. საქმეში შეიძლება ახალი შესაძლებლობა გამოჩნდეს, თუმცა გადაწყვეტილების მიღებამდე დეტალები კარგად გადაამოწმე. სიყვარულში გულწრფელი საუბარი ურთიერთობას დააახლოვებს.   კურო დღეს სტაბილურობა და ფინანსური საკითხები იქნება მნიშვნელოვანი. შეიძლება საინტერესო...

დაწვრილებითDetails

27 სექტენბრის ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
სექტემბერი 27, 2026
0
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში – სინოპტიკოსების პროგნოზი
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. თბილისში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 6-11მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +27°, ღამით +16°. სოხუმი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის...

დაწვრილებითDetails

დღეს ჯვართამაღლებაა – რომელი ლოცვა უნდა წაიკითხო

by მეგა TV
სექტემბერი 27, 2026
0
ლოცვა,რომელიც ჯვართამაღლების დღესასწაულზე იკითხება
მთავარი

27 სექტემბერს მართლმადიდებლები ჯვართამაღლებას აღნიშნავენ 27 სექტემბერს მართლმადიდებლები ჯვართამაღლებას აღნიშნავენ.   ეს დღე მოციქულთა სწორი იმპერატორის, კონსტანტინე დიდის (306-337) სახელს უკავშირდება. ღვთის განგებით, წმინდა კონსტანტინემ და მისმა დედამ წმინდა ელენემ...

დაწვრილებითDetails

სოხუმის ოკუპაციიდან 33 წელი გავიდა

by მეგა TV
სექტემბერი 27, 2026
0
აფხაზეთის ომის დაწყებიდან 31 წელი გავიდა (+ფოტო)
მთავარი

სოხუმის ოკუპაციიდან 33 წელი გავიდა – სამხედრო დაპირისპირება 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. აფხაზეთში ომი, რომელიც 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა, 27 სექტემბერს სოხუმის ოკუპაციით დასრულდა. საბრძოლო მოქმედებების მთელი...

დაწვრილებითDetails

დღეს სავსე მთვარეობაა – ვის რა ელის ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

by მეგა TV
სექტემბერი 26, 2026
0
15 დეკემბერს, 2024 წლის ბოლო სავსე მთვარე – ასტროლოგის რჩევა
მთავარი

26 სექ­ტემ­ბე­რი ემო­ცი­უ­რად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დღეა - სავ­სე მთვა­რე ვერ­ძის ნი­შან­შია. ეს პე­რი­ო­დი ხში­რად უკავ­შირ­დე­ბა რა­ღა­ცის დას­რუ­ლე­ბას, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რე­ა­ლი­ზა­ცი­ის მო­მენტს და იმ სა­კი­თხე­ბის ზე­და­პირ­ზე ამოს­ვლას, რომ­ლე­ბიც დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში უკა­ნა პლან­ზე...

დაწვრილებითDetails

გუდაურში, ზემო მლეთასთან ტრაილერი კლდეს შეეჯახა – არიან დაშავებულები

by მეგა TV
სექტემბერი 26, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

გუდაურში ზემო მლეთასთან ტრაილერი კლდეს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან...

დაწვრილებითDetails

პულსი და სუნთქვა არ აღენიშნებოდა – სასწრაფომ მამაკაცი გადაარჩინა

by მეგა TV
სექტემბერი 26, 2026
0
პულსი და სუნთქვა არ აღენიშნებოდა – სასწრაფომ მამაკაცი გადაარჩინა
მთავარი

26 წუთიანი რეანიმაცია და დაბრუნებული გულისცემა - კიდევ ერთი გადარჩენილი სიცოცხლე სასწრაფო სამედიცინო დახმარების თბილისის მე-5 ფილიალში გამოძახება შევიდა ლოზუნგით „არტერიული ჰიპერტენზია“. 1709 ბრიგადა უკვე გამოძახების ადგილთან ძალიან ახლოს იყო,...

დაწვრილებითDetails

სამტრედიაში ტრაგიკულად დაღუპული ბიჭი ხვიჩა ირემაძეა

by მეგა TV
სექტემბერი 26, 2026
0
სამტრედიაში ტრაგიკულად დაღუპული ბიჭი ხვიჩა ირემაძეა
მთავარი

„საშინელი ტრაგედია ტრიალებს“ - ცნობილია სამტრედიაში ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა მამაკაცის ვინაობა. ის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხაკაურაში მცხოვრები, 21 წლის ხვიჩა ირემაძეა. - ინფორმაციას "მთავარი ამბები" ავრცელებს. როგორც უკვე ვწერდით, გუშინ სამტრედიაში...

დაწვრილებითDetails

აფეთქება ათენის ცენტრში – არის მსხერპლი

by მეგა TV
სექტემბერი 26, 2026
0
აფეთქება ათენის ცენტრში – არის მსხერპლი
მთავარი

ათენის ცენტრში, საცხოვრებელ სახლში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა - ხუთი ადამიანი დაკარგულად ითვლება, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთის დედაქალაქის ტურისტულ რაიონში აფეთქება პარასკევს მოხდა, რის შედეგადაც, ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი...

დაწვრილებითDetails

ვილი სანიოლმა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები დატოვა

by მეგა TV
სექტემბერი 26, 2026
0
„A“ ლიგისთვის მზად არ ვართ” – ვილი სანიოლი განცხადებას ავრცელებს
მთავარი

ვილი სანიოლმა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, 2028 წლის ბოლომდე ნაკრებს ქართველი სპეციალისტი რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს. რაც შეეხება 21-წლამდელთა ნაკრებს, რომელსაც...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"