ზაზა წერეთელი -ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი
“საკითხი რომელზეც საქართველოში ჯერ კიდევ არ საუბრობენ, თუმცა ძალიან ბევრი ქვეყნის ინტერესის საგანია
ამ კვირაში ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიერ გამოქვეყნებული მოხსენების თანახმად, აშშ-ში 5 ზრდასრულიდან დაახლოებით 1-ს აქვს ხანგრძლივი კოვიდის სიმპტომები, ანუ ჯანმრთელობის პრობლემები Covid-ისგან, რომლებიც იჩენს თავს განკურნებიდან დიდი ხნის შემდეგ.
CDC-ის ექსპერტებმა დეტალურად აღრიცხეს , თუ როგორ აღწერდა 18 წელზე უფროსი ასაკის ადამიანების მზარდი რაოდენობა ვირუსის მიერ გამოწვეული სიმპტომების მოხსენებას კოვიდიდან ერთი თვედან ერთ წლამდე.
და რამდენადაც კოვიდ შემთხვევები კვლავ იზრდება აშშ-ს ზოგიერთ ნაწილში, მათ შორის რამდენიმე რეგიონში, რომლებიც ახლა შედის CDC-ის „მაღალი რისკის“ კატეგორიაში, ხანგრძლივი კოვიდით დაავადებულთა რიცხვი სავარაუდოდ მხოლოდ გაიზრდება, ნათქვამია მოხსენებაში. კვლევამ არ შეაფასა კოვიდ-ის შემდგომი სიმპტომების სიხშირე ბავშვებში, რომელთაგან დაახლოებით ნახევარი მილიონი ასევე განიცდის ჯანმრთელობის ხანგრძლივ პრობლემებს და რომელთა დიაგნოსტიკა უფრო რთულია, ვიდრე მოზრდილებში.
მოზრდილების 20%-ისთვის, რომელთა სიმპტომები შეიძლება გაგრძელდეს კვირიდან თვემდე დადებითი Covid ტესტის შემდეგ, მკვლევარებმა განაცხადეს, რომ ყველაზე გავრცელებული მდგომარეობა იყო სუნთქვის პრობლემები და კუნთების ან სახსრების ტკივილი. ასევე იყო ფილტვის ემბოლიის, სისხლის შედედების, რომელსაც შეუძლია ფილტვებში გადასვლა, შესამჩნევი რისკი. მაგრამ ადამიანებს, რომლებსაც აწუხებთ ხანგრძლივი Covid-ით, შეიძლება ჰქონდეთ ძალიან განსხვავებული სიმპტომებიც. კვლევაში განხილული იყო მხოლოდ 26 მდგომარეობა, რომელიც დაკავშირებულია ხანგრძლივ კოვიდთან, მაგრამ დაფიქსირდა 200-ზე მეტი სხვადასხვა სიმპტომი Covid-ის შემდეგ, დაწყებული ნევროლოგიურიდან დამთავრებული გულ-სისხლძარღვთ სისტემით.
მკვლევარებმა ასევე აღნიშნეს, რომ სიმპტომები უფრო ხშირად ვლინდება ასაკის მიხედვით. კვლევაში, 65 წლამდე მოზრდილებს უფრო ხშირად აღენიშნებოდათ არარეგულარული გულისცემა და კუნთების ტკივილი, ხოლო 65 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებს აღენიშნებოდათ თირკმლის უკმარისობის, სისხლის შედედების, კუნთების დარღვევების, ტიპი 2 დიაბეტის და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მაღალი რისკი. ამ ხანდაზმულთა თითქმის ნახევარს ასევე ჰქონდა ნეიროკოგნიტური პრობლემები, ნათქვამია კვლევაში.
კვლევის შედეგების მიხედვით ≥65 წელზე უფროსი ასაკის ადმიანები იყვნენ ნევროლოგიური მდგომარეობის გაუარესების გაზრდილი რისკის ქვეშ, ისევე როგორც ფსიქიკური ჯანმრთელობის ოთხი ან ხუთი პრობლემური მდგომარეობის (განწყობის დარღვევები, სხვა ფსიქიკური მდგომარეობები, შფოთვა და მედიკამენტურ ან სხვა ნივთიერებთან დაკავშირებული ადიქციურ დარღვევები). ნეიროკოგნიტური სიმპტომები შენარჩუნებული იყო მწვავე ინფექციიდან 1 წლის შემდეგ და შესაძლოა უფრო დიდხანს გაგრძელდეს
ჯანდაცვის ოფიციალური პირების თქმით, დასკვნები შეესაბამება სხვა კვლევებს, რომლებიც შეფასებულია, რომ ადამიანების დაახლოებით 20% -დან 30% -ს უვითარდება ხანგრძლივი Covid-ი. თუმცა ყველა თანხმდება რომ ჯერ კიდევ საჭიროა მეტი კვლევა იმის დასადგენად, თუ რა ხდის გარკვეულ ადამიანებს უფრო დაუცველს ხანგრძლივი Covid–ის განვითარების მიმართ, ნათქვამია მოხსენებაში.
რამდენადაც იზრდება SARS-CoV-2-ით ინფიცირებულთა კუმულაციური რაოდენობა, ასევე სავარაუდოა, რომ გაიზრდება იმ ადამიანთა რიცხვი რომლებიც განიცდიან ხანგრძლივი COVID-ის სიმპტომებს. ამიტომ, COVID-19-ის პრევენციის სტრატეგიების განხორციელება, ისევე როგორც პოსტ-COVID პირობების რუტინული შეფასება იმ ადამიანებში, რომლებიც გადაურჩნენ COVID-19-ს, გადამწყვეტია პოსტ-COVID პირობების სიხშირისა და ზემოქმედების შესამცირებლად, განსაკუთრებით ≥65 წელზე უფროსი ასაკის მოზარდებში. ამ დასკვნებმა შეიძლება გაზარდოს ცნობიერება პოსტ-COVID-ის მდგომარეობებზე და გააუმჯობესოს ინფექციის გადატანის შემდგომი პაციენტების მართვა და მოვლა.”