ვაპირებთ, ცალკეული ტურისტული ზონები კორონავირუსისგან სუფთა ზონებად გამოვაცხადოთ. ეს შეიძლება იყოს საირმე, წყალტუბო, გუდაური. აჭარა ამისთვის ძალიან დიდია, მაგრამ შეიძლება ვიფიქრობ ცალკე აღებულ ბათუმზე და აქ დავაწესოთ გარკვეული წესები, რათა ცალკეული ლოკაციები კორონავირუსისგან სუფთა ზონებად გამოვაცხადოთ, – ამის შესახებ სასტუმროებისა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
„ვაპირებთ, ცალკეული ტურისტული ზონები კორონავირუსისგან სუფთა ზონებად გამოვაცხადოთ. ეს შეიძლება იყოს საირმე, წყალტუბო, გუდაური. აჭარა ამისთვის ძალიან დიდია, მაგრამ შეიძლება ვიფიქრობ ცალკე აღებულ ბათუმზე და აქ დავაწესოთ გარკვეული წესები, რათა ცალკეული ლოკაციები კორონავირუსისგან სუფთა ზონებად გამოვაცხადოთ. ქვეყანაში ეკონომიკის გახსნის პროცესი დაიწყება ტურიზმიდან. შემდეგი იქნება სოფლის მეურნეობა, მშენებლობა, ინდუსტრია, განათლება და მედიცინა. ეს თანმიმდევრობა არ ნიშნავს, რომ პირველი დარგი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მეორე. ეს ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ პირველი დარგი უფრო მეტად დაზარალდა, თორემ ზოგიერთს ეწყინა, მაგალითად, რატომ იწყებთ ტურიზმით, და არა სოფლის მეურნეობით ან ინდუსტრიით. ეკონომიკაში ტურიზმის წვლილი და კრიზისისგან მიყენებული ზიანი ყველაზე დიდია. ესაა რანჟირების ძირითადი მიზეზი“, – განაცხადა გახარიამ.