ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ლიკანში, რა დროსაც 13 მგზავრი დაშავდა. ინფორმაციას ტვ ბორჯომი. სადისტრიბუციო მიკროავტობუსი თბილისიდან ახალციხის მიმართულებით მოძრავ სამგზავრო მიკროავტობუსს შეეჯახა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ბრიგადები და სამაშველო სამსახური.
დაშავებულებს შორის ერთი ბავშვი, ბორჯომის სამედიცინო ცენტრშია მოთავსებული, მიმდინარეობს კვლევა. ყველა კონტაქტურია, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა არც ერთ პაციენტს არ აღენიშნება.













