“ძალიან მაგარი ამბავია, საერთაშორისო აღიარებაა” – წერს ფეისბუკზე ფსიქოლოგი ჟანა ჯავახიშვილი და გვამცნობს რომ ლელა ცისკარიშვილი წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტად აირჩიეს.
“მეგობრებო, ისეთი კარგი ამბავია, ჩვენი კოლეგა და მეგობარი, ფსიქოლოგი ლელა ცისკარიშვილი (თავად არ არის ფეისბუკზედ:) აირჩიეს წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტად:). ეს არის თავნი საერთაშორისო ორგანიზაცია რომელიც მუშაობს მთელ მსოფლიოში წამების პრევენციაზე და მსხვერპლთა მკურნალობა-რეაბილიტაციაზე, დაწყებული ლათინური ამერიკით დამთავრებული ევროპის რეგიონით. ძალიან მაგარი ამბავია, საერთაშორისო აღიარებაა არა მარტო ლელასი, არამედ მთელი ჩვენი პროფესიული თემის, და ზოგადად საქართველოსი:).” – წერს ჟანა ჯავახიშვილი ფეისბუკზე.










