იმერეთში კორონავირუსით ორი პაციენტი გარდაიცვალა.
ერთ-ერთი გარდაცვლილი თერჯოლის კოვიდცენტრში მკურნალობდა. 64 წლის ქალი საავადმყოფოში აჭარიდან, ერთი კვირის წინ, მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს. მას ორმხრივ მწვავე პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა აღენიშნებოდა და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
მეორე გარდაცვლილი 80 წელს ზემოთ ქალია. ის სამტრედიის კოვიდცენტრში მკურნალობდა. მას ქრონიკული დაავადებები აწუხებდა.










