“ქრისტე აღსდგა!!
ასე ვემზადები სააღდგომოდ და ბებო ასისტირებას მიწევს კერძების მზადებაში. თავის დედამთილს მეძახის, შენნაირი არასდროს არავინ მინახავს, სად გაგონილა შვილიშვილი ბებიას ხაჭაპურების ცხობას ასწავლიდესო ![]()
![]()
სვეტა ბებო ვლადიკავკაზიდანაა და 56 წლის წინ ქუთაისში მოხვდა, როცა გარიგებით დაოჯახდა, რაც საერთოდ არუნდოდა, რადგან იმ პერიოდში სპორტით იყო დაკავებული და ოლიმპიური ლიცენზიაც კი ჰქონდა მიღებული, თავისი ყოფა და დიდი მიზნები გააჩნდა სპორტულ კარიერაში ![]()
პირველ ეტაპზე ქუთაისურ ყაიდასთან ადაპტაცია გაუჭირდა, თუმცა მოგვიანებით მოკეთეები ამბობდნენ, იშვიათად თუ შეედრება ვინმე იმერული კერძების მზადებაშიო.
ძალიან კარგად ვხვდები როგორ უხარია, რომ მე მის საქმეში, მზარეულობაში, ვეჩრები, ამით თითქოს ხალისდება. მინდა ყველა ბებო ასეთი გახარებული და გაბრწყინებული იყოს ![]()
პ.ს. შეგიძლიათ კომენტარებში დადოთ თქვენი საყვარელი ბებოების ფოტოები
“-წერს გიორგი ჩოგოვაძე
მცხეთაში ერთ-ერთ ქუჩას პატრიარქ ილია მეორის სახელი მიენიჭა
მცხეთაში ერთ-ერთ ქუჩას პატრიარქ ილია მეორის სახელი მიენიჭა “ქალაქ მცხეთაში მდებარე გეოგრაფიულ ობიექტს ე.წ. „სამხედროს ქუჩას“, ისტორიულ ვითარებათა და სხვა ობიექტურ გარემოებათა გამო შეეცვალოს სახელწოდება და მიენიჭოს საზოგადო მოღვაწის - სრულიად...










