საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ 194-კმ 200 მონაკვეთებზე დაგეგმილია ასფალტ-ბეტონის საფარის შეკეთების სამუშაოები, – ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, 21 ოქტომბრის 20:00 საათიდან 22 ოქტომბრის 02:00 საათამდე აღნიშნულ მონაკვეთზე იკრძალება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.









