ძლიერი ქარის გამო ქუთაისში მოძრაობა შეფერხდა. ცოტა ხნის წინ გამსახურდიას ქუჩის ბოლოს ქუთაისი-სამტედიის გზაზე ქარმა სადენები ჩამოყარა. სადენებში გახლართულმა ავტომობილებმა კი მოძრაობა ვეღარ შეძლეს.
ცნობისთვის, იმერეთი მესამე დღეა ძლიერი ქარისგან გამოწვეულ სტიქიას ებრძვის. დაზიანებულია შენობები, ავტომობილები, სათბურები. ძლიერი ქარის შედეგად დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
იმერეთის მასშტაბით სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ, მოქმედებს ცხელი ხაზები.










