LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
გიორგი გახარია ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდება

საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვების აღსრულების მონიტორინგი მკაცრდება

დაპოსტა 2020/03/27-ში
A A
481
ნახვა
გაზიარება

მთავრობა საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვების აღსრულების მონიტორინგს ამკაცრებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.

საბჭოს სხდომაზე განიხილეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოქმედი საგანგებო მდგომარეობის შედეგად დაწესებული შეზღუდვების, მათ შორის მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში საკარანტინო რეჟიმის აღსრულების საკითხები. შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, რომ სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლები 24-საათიან რეჟიმში მკაცრად აკონტროლებენ საგანგებო მდგომარეობის შედეგად დაწესებული აკრძალვების შესრულებას და ნებისმიერი დარღვევის შემთხვევაში გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები. მინისტრის ინფორმაციით, ასევე ინტენსიურად კონტროლდება საქართველოს მასშტაბით საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვების აღსრულების პროცესი, რომელთა დარღვევისთვის კანონით დაწესებული ჯარიმები ცალკეულ შემთხვევებში სამართალდამცავებმა უკვე გამოწერეს.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების პროცესი გრძელდება. საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის განმარტებით, გუშინ, 26 მარტს, ჩამოფრინდა გეგმური ჩარტერული რეისი ვენიდან, რომლის ბორტზე მყოფი საქართველოს 180-მდე მოქალაქე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მოძიებულ ერთ-ერთ სასტუმროში სავალდებულო 14-დღიან კარანტინს გაივლის. ასევე, უწყებათაშორისი საბჭოს დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 81 პაციენტიდან 13 უკვე გამოჯანმრთელდა. შედარებით მძიმე, თუმცა სტაბილურია 5 ინფიცირებულის მდგომარეობა. ყველა მათგანს შესაბამისი მკურნალობა უტარდება. ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 4505 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ – 247 პირი.

ამასთან, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა რეგიონში მომზადდება ე.წ „ცხელების ცენტრები“. აღნიშნულ კლინიკებს მიმართავენ პაციენტები, რომლებსაც ტემპერატურა დაუფიქსირდებათ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, მსგავსი ცენტრები უკვე გამოყოფილია კახეთის რეგიონში. ამ ეტაპზე მიმდინარეობს კლინიკების მობილიზაცია ქვემო ქართლში, რაც ეტაპობრივად ყველა რეგიონში განხორციელდება. ინფორმაცია ამ მიზნით გამოყოფილი კლინიკების შესახებ კორონავირუსთან დაკავშირებით განთავსდება, კორონავირუსთან დაკავშირებით მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე – www.stopcov.ge, ასევე, ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე – www.moh.gov.ge.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო კოორდინირებული ნაბიჯების გადადგმის მიზნით სხდომებს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით განაგრძობს. საბჭოს მუშაობაში აქტიურად არიან ჩართული საქართველოს პარლამენტი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია. აღნიშნული ინფორმაცია “ინტერპრესნიუსს” საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან მიაწოდეს.

გაზიარება244

დაკავშირებული -პოსტები

11 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
ივლისი 11, 2026
0
როგორი ამინდი გველის 26 აგვისტოს
მთავარი

ვერძი დღე ენერგიულად დაიწყება. კარგი დროა მნიშვნელოვანი საქმეების დასაწყებად და ახალი იდეების განსახორციელებლად. პირად ურთიერთობებში მეტი მოთმინება გამოიჩინეთ.   კურო ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე დაგჭირდებათ. მოერიდეთ სპონტანურ ხარჯებს. საღამოს სასიამოვნო შეხვედრა...

დაწვრილებითDetails

საწოლთან წყლით სავსე ჭიქა დადგით – ნახეთ ეს როგორ დაგეხმარებათ

by მეგა TV
ივლისი 11, 2026
0
როდის აღდგება ქუთაისში წყალმომარაგება ?
მთავარი

„დღეს საღამოს საწოლთან წყლით სავსე ჭიქა დადგით - ხვალ დილით კი მიხვდებით, რატომ“,- ამის შესახებ ეზოტერიკოსი, თამუნა იოსელიანი წერს. „ეს ერთ-ერთი ყველაზე ძველი და მარტივი პრაქტიკაა, რომელსაც ძილის დროს სივრცის...

დაწვრილებითDetails

ძველებურად უკვე აღარაფერი იქნება – ლეჩხუმი ახალგაზრდა ბიჭს გლოვობს

by მეგა TV
ივლისი 11, 2026
0
ძველებურად უკვე აღარაფერი იქნება – ლეჩხუმი ახალგაზრდა ბიჭს გლოვობს
მთავარი

ახალგაზრდა ბიჭი გულის შეტევით გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. „ლეჩხუმმა დღეს მისი ერთ-ერთი საუკეთესო ახალგაზრდა გააცილა უკანასკნელ გზაზე. თორნიკე ბრეგვაძე - განათლებული, სანდომიანი, საუკეთესო ოჯახის შვილი, საუცხოო თანამესუფრე, ერთგული...

დაწვრილებითDetails

მოუშუშებელია ეს ტკივილი – გარდაიცვალა სკოლის მოსწავლე

by მეგა TV
ივლისი 11, 2026
0
მოუშუშებელია ეს ტკივილი – გარდაიცვალა სკოლის მოსწავლე
მთავარი

თბილისის 89-ე საჯარო სკოლა სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. „სკოლის ადმინისტრაცია, პედაგოგები და მოსწავლეები ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ, ჩვენი საყვარელი მოსწავლის, ნია პაპკიაურის გარდაცვალების გამო. მოუშუშებელია ეს ტკივილი მთელი სასკოლო საზოგადოებისთვის....

დაწვრილებითDetails

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით დაკავებული პირი ბექა ჭულუხაძეა

by მეგა TV
ივლისი 10, 2026
0
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით დაკავებული პირი ბექა ჭულუხაძეა
მთავარი

„იმედის“ ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით დაკავებული პირი ბექა ჭულუხაძეა. შეგახსენებთ, როგორც სუს-ის უფროსის მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ დღეს ბრიფინგზე განაცხადა, 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით, საქართველო-სომხეთის სასაზღვრო გამშვებ...

დაწვრილებითDetails

გიორგი კვარაცხელიას საქმეზე დაკავაბულებს პატიმრობა შეეფარდათ

by მეგა TV
ივლისი 10, 2026
0
გიორგი კვარაცხელიას მკვლელობის საქმე გახსნილია
მთავარი

თბილისის საქალაქო სასამართლომ, გიორგი კვარაცხელიას ჯგუფურად, განზრახ მკვლელობაში ბრალდებულებს, დავით დეკანოსიძეს და თორნიკე კაჭარავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დღევანდელ პროცესს არ დასწრებია ბრალდებული თორნიკე კაჭარავა, რომელიც სხვა საქმეზე უკვე იხდის...

დაწვრილებითDetails

“ქურდული გარჩევების” საქმეზე დაკავებულ ლალო გველესიანს და კიდევ 10 პირი პატიმრობა შეეფარდათ

by მეგა TV
ივლისი 10, 2026
0
“ქურდული გარჩევების” საქმეზე დაკავებულ ლალო გველესიანს და კიდევ 10 პირი პატიმრობა შეეფარდათ
მთავარი

"ქურდული გარჩევების" საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და კიდევ 10 პირი პატიმრობაში გაუშვა - გადაწყვეტილება მოსამართლე დავით კურტანიძემ გამოაცხადა. 34 წლის ქალი დღევანდელ პროცესზე სხდომის დახურვას ითხოვდა. ცნობისთვის, საქმე ეხება მასშტაბურ სპეცოპერაციას,...

დაწვრილებითDetails

ქუთაისელი მევიოლინე ვახტანგ გაგოშიძე ლონდონში, საერთაშორისო კონკურსის Golden Time Talent გამარჯვებული გახდა

by მეგა TV
ივლისი 10, 2026
0
ქუთაისელი მევიოლინე ვახტანგ გაგოშიძე ლონდონში, საერთაშორისო კონკურსის Golden Time Talent  გამარჯვებული გახდა
მთავარი

ზ. ფალიაშვილის სახელობის #2 სამუსიკო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლემ ვახტანგ გაგოშიძემ ლონდონში, საერთაშორისო კონკურს Golden Time Talent - ზე წარმატება მოიპოვა. ( პედაგოგი: შორენა ზვიადაძე) ვახტანგ გაგოშიძე სიმებიანი ინსტრუმენტების კატეგორიაში...

დაწვრილებითDetails

იმერეთში ყოველ 2.3 მოსახლეზე ერთი მანქანა მოდის

by მეგა TV
ივლისი 10, 2026
0
-15 ქულა და ჯარიმა 2000 ლარი – მნიშვნელოვანი ცვლილებები მძღოლებისთვის
მთავარი

2026 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა 1 942 480 ერთეულს შეადგენს, აქედან 912 565, ანუ დაახლოებით 47% დედაქალაქში მოძრაობს. თუ მოსახლეობის რაოდენობას ავიღებთ, გამოდის, რომ დედაქალაქში მცხოვრებ...

დაწვრილებითDetails

ალეკო ელისაშვილს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

by მეგა TV
ივლისი 10, 2026
0
ალეკო ელისაშვილის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს იმსჯელებს
მთავარი

ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებული პოლიტიკოსი, „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი,ალეკო ელისაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მოსამართლე გიორგი გელაშვილის გადაწყვეტილებით, დაკავებულ პოლიტიკოსს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. აღნიშნული ეპიზოდი...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"