“საგანგაშო სტატისტიკა გვაქვს , 2020 წელს 450 ადამიანი გარდაიცვალა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 2019 წელს კიდევ უფრო მეტი.
შეიძლება ეს არ იყოს კარგი შედარება, 2008 წელს აგვისტოს ომში დაახლოებით იმდენივე ადამიანი დაიღუპა, რაც 1 წელიწადში ავტო საგზაო შემთხვევების შედეგად. ეს ნამდვილად დიდი და საგანგაშო ციფრია. ყველამ ერთად, როგორც სახელმწიფომ, ასევე რიგითმა მოქალაქეებმაც, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამ ტრაგედიის პრევენციისათვის.
იმას რასაც ჩვენ კანონი გვავალდებულებს, განვსაზღვროთ რაოდენ კარგი მძღოლი ვიყოთ, ვიცით რომ ახლოს არის სასწავლო დაწესებულება, სკოლა მაგალითად , ან საბავშვო ბაღი და იქ დაშვებულია, რომ არაუმეტეს 40 კმ /სთ სიჩქარისა უნდა გადავაადგილდეთ და ვმოძრაობთ 100 კმ/სთ სიჩქარით , იმიტომ რომ მიგვაჩნია ჩვენ უკვე 20 წელია ვმართავთ მანქანას და კარგი მძღოლი ვართ , გამოცდილი ვართ ,
შეცდომას არ დავუშვებთ, არავინ არ არის ამისგან დაზღვეული რაოდენ გამოცდილი მძღოლიც არ უნდა იყოს”-იურიდიული დახმარების სამსახურის ქუთაისის ბიუროს უფროსი გელა სიორდია.










